x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ტუსკები - იბერიული ტომი
ტუსკები - იბერიული ტომი


კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ.წ. 100-170) აღმოსავლეთ სარმატიაში ასახელებს ტუსკებს, დიდურებსა და სანარებს. თ. ყაუხჩიშვილის აზრით (1976, გვ. 167), ესენი უნდა იყვნენ წოვათუშები, დიდოელები და წანარები. გაუმართლებელი ჩანს ადრეულ პერიოდში წოვათუშებისა და ჩაღმათუშების დაშორიშორება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენთვის ცნობილი თუშების დიდი ნაწილი ერთ-ერთ ქართველურ კილოზე მეტყველებს, ხოლო თუშების უფრო მცირე ნაწილის - წოვათუშების მეტყველება ემსგავსება როგორც ვაინახურს, ასევე ძველქართულს. ლოგიკური იქნება დავუშვათ ტუსკების/თუშების ქართველობა (იბერობა). თუშების ვაინახურ ტომად მიჩნევის შემთხვევაში, გაჭირდება მტკიცება, რომ საქართველოსგან მაღალი მთებით მოწყვეტილმა მოსახლეობამ ისწავლა და საუკენეთა მანძილზე შეინარჩუნა ქართული მაშინ, როცა დაივიწყა რეგიონში ინტენსიურად გამოყენებული დედაენა - ერთ-ერთი ვაინახური ენა (თ. უთურგაიძე. 1996).


ტუსკი (თუში)


ვფიქრობთ, ტუსკები ნამდვილად ქართველური წარმომავლობის ხალხია, რომელთა ნაწილის (წოვათუშების) მეტყველება ძლიერ შეიცვალა მეზობელი თუ "სისხლის ძიებას" გამოქცეული ვაინახების გავლენით. ამ პოზიციას ამყარებს ლინგვისტური მონაცემებიც. წობათუშურში არსებითი ადგილი უჭირავს ადრეულ ქართულ სუბსტრატს (მ. მიქელაძე, 2004, გვ. 45). შედარებისთვის, გ. ცოცანიძის აზრით, თუშური მოსახლეობა ენობრივად განსხვავებულ ორ ჯგუფად განიყოფა: ჩაღმათუშებად და წოვათუშებად. (გ. ცოცანიძე, 1993, გვ. 539).


ა. შავხელიშვილის აზრით, წივათუშური ნახურად ქცეული ქართველური ენაა, ხოლო ბ. შავხელიშვილის მტკიცებით, წოვათუშური გარდამავალი, დამაკავშირებელი რგოლია ქართველურ (განსაკუთრებულ ძველ ქართულ) და ვაინახურ ენებს შორის. (ბ. შავხელიშვილი. 2003). (წყარო: ტარიელ ფუტკარაძე, "ქართველები", 2005).





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
384
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0