x
განახლებული ათლარიანები მიმოქცევაში 2019 წლის ოქტომბრიდან შევა
imageimage

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ახალი დიზაინის ათ ლარიანები წარუდგინა, რომელიც მიმოქცევაში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა.

2015 წელს მხოლოდ 20, 50 და 100 ლარიანები შეიცვალა.

განახლებული 10-ლარიანის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი განსხვავებული რელიეფურობის ხარისხით და მოცულობით, ასევე გამოსახულია აკაკი წერეთლის ლექსიდან "გაზაფხული" ნაწყვეტი, რომელსაც თან ახლავს მისივე ავტოგრაფი, მერცხალი და აყვავებილი რტო.

უკანა მხარეს ირაკლი კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები "იმერეთი -დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერებთან მრავაფეროვნადაა შეხამებული საქართველოს სახელმწიფო გერბთან ერთად. აქვე უნდა აღინიშნოს რომ წელს დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება.


ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბაჩა მალაზონიამ.

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0