x
image
კატაპულტი
სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დასრულდა

image
სააპელაციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა ნიკა მელიას პროცესი. საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ნიკა მელიას წინააღმდეგ პატიმრობა მოითხოვა, ამასთან ერთად, დაცვის მხარე მოითხოვდა, მოხსნოდა ის შეზღუდვები, რაც მის მიმართ იქნა დაწესებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მას პატიმრობა არ შეეფარდა, თუმცა ასევე არ დაკმაყოფილდა ნიკა მელიას სარჩელიც, მოეხსნათ მისთვის დაწესებული შეზღუდვები.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებოდა ბრალი და მას პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, რის შემდეგაც პროკურატურის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეეტანათ.

თავად ნიკა მელიას განცხადებით, მის წინააღმდეგ მთავრობის წარმომადგენლები იბრძვიან რუსეთის მითითებებით და რუსი დიპლომატის, გავრილოვის განცხადება გაიხსენა, რომელიც ოპოზიციონერი პარლამენტარების დასჯას მოითხოვდა.

ასევე საინტერესოა:

რით განსხვავდება 2007 წლის 7ნოემბერი და 2019 წლის 20-21ივნისი ერთმანეთისგან?!

image

როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისაგან?!

0
187
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0