x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისაგან?!
საქართველო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე გამუდმებული შიდა დაპირისპირების ფაქტებითაა მოცული.ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროტესტი და დარბევა ვიხილეთ, რასაც მრავალი ადამიანის დაშავება მოჰყვა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად, საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა უამრავი დაშავებული, დასისხლიანებული ადამიანი.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც, ვფიქრობ, დაგეხმარებათ თუ აქციის მონაწილე ბრძანდებით:

1.ცრემლსადენი გაზი.


image

ცრემლსადენი გაზი იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, კანის, თვალებისა და სასუნთქი გზების დაზიანებას.

პირველ რიგში, ცრემლსადენ გაზს უნდა მოერიდონ სასუნთქი გზების დაავადების მქონე და თვალის პრობლემების მქონე ადამიანები.მაგალითად, ასთმიანი ადამიანისათვის ცრემლსადენი გაზის მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

გაზის გამოყენებისას, აუცილებელია სწრაფი მოქმედება:

გაიხადეთ ტანისამოსი, რადგან გაზი შეიცავს ცხიმოვან ნივთიერებას, რომელიც ტანსაცმელსა და თმებზე რჩება, და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებლები, რადგან შესაძლოა ტკივილის გრძნობის გარეშე ვერ გაიგოთ სრულად გათავისუფლდით თუ არა გაზის ნივთიერებისაგან, რამაც შეიძლება კანის დამწვრობა და თვალების სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ სხეულზე მავნე ნივთიერება აღარაა, უმჯობესია დაიბანოთ თბილი, ან ცხელი წყლით.

იხმარეთ მჭიდროდ მორგებული სათვალე.თუ ლინზებს ატარებთ, მოიშორეთ ისინი, ან გაიკეთეთ სათვალეები.

არასწორია, როდესაც დასაცავად სახეზე უკეთიათ სველი ცხვირსახოცები, რადგან აღნიშნული ზრდის გაზის კონცენტრაციას.

ასევე ნუ გახვალთ აქციაზე სახეზე რაიმე კრემწასმული, რადგან იგი გაზს ითვისებს და ძნელი ხდება მისი მოშორება.

კანის დასაცავად, საუკეთესო საშუალებაა წყალგაუმტარი ტანსაცმელი.


2.რეზინის ტყვიები.

image

რეზინის ტყვიები არის წონით 10-18 გრამი.ოფიციალურად ისინი გამოიყენება 20მეტრზე მეტი მანძილიდან სროლისას. აღწევს 50მეტრამდე.სიჩქარე - 180 მეტრი/წამში.

რეზინის ტყვიისგან შესაძლოა საკმაოდ მძიმედ დაშავდეთ, დამოკიდებულია სასროლ მანძილზე.20 მეტრამდე მანძილის შემთხვევაში გაგლიჯავს კანს და სერიოზულ დაზიანებებს აყენებს ორგანიზმს. ყველაზე სახიფათოა თვალები, ხელის თითები და თავის ქალის დიდი ნაწილი, ამიტომ გამოიყენეთ ჩაფხუტი, სპეც-სათვალე და ხელთათმანები.ასევე უმჯობესია სქელი ტანსაცმელი.მოერიდეთ ახლო მანძილზე შეიარაღებულ სამართალდამცავთან მისვლას.


გარდა ამისა, დემონსტრანტები სერიოზულ ფსიქიკურ ზიანს იღებენ ხოლმე, უჩნდებათ დაუცველობისა და შიშის გრძნობა.ამ დროს ყველაზე კარგი საშუალებაა დამხმარე ჯგუფების არსებობა, რომლებიც ნებისმიერი ფორმით დაშავებულებს დახმარებას აღმოუჩენენ.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ: იყავით ფხიზლად, ერთად, ინფორმირებული, დახმარებისთვის მზად და გახსოვდეთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი პროტესტის საუკეთესო საშუალებაა.


ასევე საინტერესოა:

რით განსხვავდება 2007 წლის 7ნოემბერი და 2019 წლის 20-21ივნისი ერთმანეთისგან?

0
371
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0