x
image
კატაპულტი
რას საქმიანობენ მასონები საქართველოში და ვინ იყვნენ ცნობილი ქართველი მასონები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?!
image
თანამედროვე მსოფლიოში მასონური გაერთიანებები საკმაოდ მომრავლებულია. მრავალ ქვეყანაში მასონური ლოჟები ოფიციალურადაა დარეგისტრირებული, გამონაკლისი არც საქართველოა.ჩვენს ქვეყანაში 2015 წლიდან ოფიციალურად დაფუძნდა “საქართველოს დიადი ლოჟა". მასონური ლოჟები ქვეყნის ტერიტორიაზე მანამდეც არსებობდა, თუმცა ისინი სომხეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დიად ლოჟებს მიეკუთვნებოდნენ.

ამჟამად, “საქართველოს დიად ლოჟაში" გაერთიანებულია 8 ღირსეული ლოჟა, ესენია:1. “წმ. თამარ მეფე", 2. “მეფე დავით აღმაშენებელი" 3. “გიორგი V ბრწყინვალე" 4. “იოანე პეტრიწი" (ინგლისურენოვანი) 5. “გრიგოლ I ბაგრატიონი" 6. “ა.ს.გრიბოედოვი" 7. “ამადეუს მოცარტი" და 8. “სოლომონ II". ამათგან პირველი 4 თბილისის აღმოსავლეთით მოქმედი ლოჟებია, დანარჩენები კი შესაბამისად რუსთავის, მცხეთის, ბათუმისა და ქუთაისის აღმოსავლეთით არიან დაფუძნებულნი.




მასონური წესის თანახმად, დაუშვებელია ცოცხალი მასონის ვინაობის გამხელა მისი თანხმობის გარეშე.

ამის გამო, შეუძლებელია ითქვას, არიან თუ არა თანამედროვე მასონურ ლოჟებში ცნობილი პოლიტიკოსები გაერთიანებულები.


თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციებით, საქართველოს ისტორიაში მრავლად ყოფილან მასონები ქვეყნის წამყვან თანამდებობებზე. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს შემდეგი სახელები და გვარები: გრიგოლ I (უკანასკნელი ქართველი მეფე), ალექსანდრე ამილახვარი (ქართველი პოლკოვნიკი, რომელიც ბოლშევიკებს ებრძოდა), ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, სპირიდონ კედია და სხვანი.

ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი 1918-1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში, სახელწოდებით “დიდება" შექმნილია კოტე ფოცხვერაშვილის მიერ, რომელიც, “საქართველოს დიადი ლოჟის " წევრთა მტკიცებით, ასევე მასონური ორდენის წევრი იყო.



გავა დრო და ალბათ, წლების შემდეგ დაასახელებენ დღეს მოქმედ პოლიტიკოსებსა თუ საზოგადო მოღვაწეებს მასონური ორდენის წარმომადგენლებად, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, ქვეყნისთვის რა სასიკეთო საქმეები ჩაიწერება ისტორიაში მათი დამსახურებით.


ასევე საინტერესოა:

ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?!

image

3
3022
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
3022
  
2020, 26 იანვარი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 იანვარი, 16:25
საინტერესო სტატიაა, თუმცა ნოე რამიშვილი და სპირიდონ კედია მეეჭვება, ვინ იცის იქნებ მე ვცდები და ასეც იყო.
0 1 3