x
image
კატაპულტი
რა შეცდომებს უშვებს ქართველი ერი მთავრობების შეფასებისას?!

image
საქართველოში პოლიტიკა ყოველთვის აქტუალურია, თუმცა რატომღაც ქართველი ერი ყოველთვის უკმაყოფილოა;პირველი პრეზიდენტი მოკლეს, ან თავი მოაკვლევინეს; მეორე პრეზიდენტი 90%-ზე მეტს, ალბათ, დიდად გულზე არ ეხატებოდა და 2003 წელს “ვარდების რევოლუციით" სახლში გავუშვით; მესამე პრეზიდენტი, რომელიც ხალხის დიდი უმრავლესობის არჩევანი იყო, ბოლოს ლანძღვა-გინებით გავისტუმრეთ ქვეყნიდან და ახლაც ხშირად მოიხსენიებენ უარყოფით კონტექსტში; მეოთხე პრეზიდენტი არჩევისთანავე კრიტიკის ობიექტი შეიქმნა, თუმცა შემდეგ შედარებით დადებითად განეწყო ხალხი მის მიმართ; მეხუთე პრეზიდენტი კი არჩეულიც არ იყო, რომ დიდი აგრესია დაატეხა ქართველმა ხალხმა. იგივე სიტუაციაა პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც ქვეყნის სათავეში იყვნენ.

ვფიქრობ, შეცდომას მაშინ უშვებს ქართველი ხალხი, როდესაც არსებული ხელისუფლება აღარ მოსწონს და მის შემცვლელს ირჩევს. აი, ამ დროს ხდება რაღაც ამოუხსნელი, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მთავარია შეიცვალოს ხელისუფლება და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეცვლის, საიდან მოდის, რა ინტერესები აქვს, არგებს თუ არა ქვეყანას რამეს; საერთოდ, არსებულზე უკეთესი თუ მაინც არის და ა.შ.

შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ ვაღიარებთ, რომ შეცდომა დავუშვით და ვეძებთ ისევ “ახალ თავის ტკივილს".

ვამბობთ, რომ ესა თუ ის ტელეკომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცნობილი სახეები და ა.შ. ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მომხრეები არიან და მათი არ უნდა დავიჯეროთ; ცოტას თუ მოუვა თავში, რომ თავად მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, თუნდაც ესტუმროს იმ ადგილს, სადაც რომელიმე კანდიდატს უცხოვრია, ან უმუშავია და მის უახლოეს გარემოცვაში გაარკვიოს, ვის ხელში აგდებს მის მომავალს.

როგორც იტყვიან, როგორიცაა ხალხი, ისეთი ხელისუფლება ჰყავსო.

ზუსტადაც, სანამ ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვაქვს მიზანი, რომ ნებისმიერით შევცვალოთ არსებული ხელისუფლება, ისევე სულ ერთი ვიქნებით ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ჩვენ.

გავიხსენოთ, როგორ ვცვლიდით აქამდე ხელისუფლებებს და შევცვალოთ ტრადიცია. დავივიწყოთ ფრაზები : “ იმათ ხო ჯობიან", “იმათ რა გაგვიკეთეს", “ამათ ხო მაინც აჯობებს შემდეგი?" “ იმის დროს 8 ლარი იყო პენსია", და ასე შემდეგ, უსასრულობამდე.

შემდეგი რას გაგვიკეთებს და საუკეთესო არჩევანი იქნება თუ არა, იმაზე უნდა ვიფიქროთ და არა წინას შედარებით ვიხელმძღვანელოთ.

ასევე საინტერესოა:

ვინ არის არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ირაკლი კობახიძე უნდა შეცვალოს?!

როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისაგან?!

0
24
1-ს არ მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0