x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მუშქები - იბერო-კოლხური ტომი
მუშქები - იბერო-კოლხური ტომი


მუშქები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი იბერო-კოლხური, ძალიან მძლავრი ტომი, რომელიც პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურულ, ხეთურ-იეროგლიფურ, და ურარტულ ლურსმნულ წარწერებში. მოხსენიებულია ასევე "მუშქების ქვეყანა". მუშქები სხვადასხვაგვარად არიან მოხსენიებულნი: მუშქაია, მუშქუ, მუს(ა)კაი, მუშქი. ამავე წყაროთა მიხედვით მუშქები ჯერ კიდევ ძვ.წ. IX-VII საუკუნეებში მოსახლეობდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ხათის, ხალიტუს, თაბალისა და სხვა უძველესი სახელმწიფოების მეზობლად. მუშქების განსახლების არეალი დაახლოებით აღმოსავლეთ კაპადოკია იყო.


ძვ.წ. XII საუკუნიდან მუშქების პოლიტიკური გავლენა გაიზარდა და გავრცელდა მდინარე ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთ ტერიტორიებზე, თანამედროვე მდინარე მურადის სამხრეთით. სანამ ეს მოხდებოდა 50 წლით ადრე მუშქებმა აქ დაიპყრეს ქვეყნები სახელად ალზი და ფურულუზმი. ასურეთის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ.წ. 1114-1076) მეფობის დასაწყისში, კერძოდ ძვ.წ. 1115 წელს 20 ათასმა მუშქ, ა მეომარმა და მათმა 5-მა მეფემ დაიპყრეს უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა ქათმუხი.


ფრიგია - მუშქების სამეფო



მუშქების სამეფო ძლიერი სახელმწიფო გახლდათ ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარშიც, განსაკუთრებით კი ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მუშქების მეფე მითა ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონდათ ურარტულთა და კიმერიელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძველი აღმოსავლური წყაროების მუშქები ბიბლიაში მოხსენიებულნი არიან, როგორც "მეშეხ" (ქართულად "მოსოხ").


მუშქები - იბერო-კოლხური ტომი


ამას იოსებ ფლავიუსიც ეთანხმებოდა. ასირიული წყაროები გამოკვეთილად და პირდაპირ ფრიგილებთან აიგივეს მუშქებს, მათთვის ფრიგია - ეს მუშქების ქვეყანა იყო. თუმცა მოგვიანებით ძველბერძნული წყაროები გამოყოფენ ამ ორ ხალხს ერთმანეთისგან და ამბობენ, რომ მუშქები სხვა ხალხია, ხოლო ფრიგიელები - სხვა. რაც შეეხება მუშქების მეფე მითას, ის ბერძნებისთვის ცნობილია სახელით მიდასი.

ასურეთისა და ურარტუს დაცემის შემდეგ, მუშქების ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთით გადასახლდა და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაიდო ბინა. სწორედ აქ გადმოსახლებული მუშქები იწოდებოდნენ ძველბერძნულ თანადროულ წყაროებში უკვე მოსხებად (მოსხოი). უფრო მოგვიანებით კი ეს ხალხი იწოდა როგორც მესხები.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
513
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
513
  
2021, 25 ივლისი, 19:54
Hecataeus of Miletus (c. 550 – 476 BCE) speaks of the Moschi as "Colchians" (perhaps, Georgian speaking), situated next to the Matieni.
According to Herodotus, the equipment of the Moschoi was similar to that of the Tibareni, Macrones, Mossynoeci and Mardae, with wooden caps upon their heads, and shields and small spears, on which long points were set. All these tribes formed the 19th satrapy of the Achaemenid empire, extending along the southeast of the Euxine, or the Black Sea, and bounded on the south by the lofty chain of the Armenian mountains.
Strabo locates the Moschoi in two places. The first location is somewhere in modern Abkhazia (Georgia) on the eastern shore of the Black Sea, in agreement with Stephan of Byzantium quoting Hellanicus. The second location Moschice (Moschikê) – in which was a temple of Leucothea, once famous for its wealth, but plundered by Pharnaces and Mithridates – was divided between the Colchians, Armenians, and Iberians (cf. Mela, III. 5.4; Pliny VI.4.). These latter Moschoi were obviously the Georgian Meskhi or Mesx’i (where Greek χ, chi, is Georgian ხ, x). Procopius calls them Meschoi and says that they were subject to the Iberians (i.e., Georgians), and had embraced Christianity, the religion of their masters.
0 1 1