სხვა დახურული ქალაქი, რომლის შესახებ მსოფლიომ 49 წელი არაფერი იცოდა 2019, 1 ივლისი, 6:42 ჩერნობილის კატასტროფის გარდა, ჩვენ იშვიათად გვესმის ყოფილ საბჭოთა კავშირში მომხდარ ბირთვულ კატასტროფებზე. თუმცა, ეს კატასტროფები იყო. მთავრობა ფართო საზოგადოებას მკაცრად უმალავდა ამ ფაქტებს. ერთი კონკრეტული ქალაქი-40, პირველი საბჭოთა კომპლექსი იყო პლუტონის წარმოებაში, სადაც სამ ატომურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 90-იან წლებამდე ეს ქალაქი რუკაზე არ არსებობდა. 80 000 ადამიანი ცხოვრობს დახურულ ქალაქში, რომლის შესახებ მსოფლიომ 49 წელი არაფერი იცოდა შორეულ, უკიდეგანო ურალის ტყეების იქით მდებარეობს დახურული ქალაქი ოზერსკი. იდუმალი ადგილი დაცვის და ეკლიანი მავთულხლართის მიღმა, მისტიკური - თითქოს სხვა განზომილებიდან, წერს пишет Bored Panda. ოზერსკი, ან ჩელიაბინსკი- 40, ბირთვული იარაღის შემუშავების საბჭოთა პროგრამის აკვანი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1945 წელს გულაგის 12 000-მდე ტყვე იყო წამოყვანილი 12 შრომითი ბანაკიდან ბირთვულ-მეცნიერებთან ერთად და დაიწყეს მიწისქვეშა ატომური ობიექტების მშენებლობა. რუსი მსჯვარდებულები დათანხმდნენ მუშაობაზე სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ. მათ მიეცათ შესაძლებლობა ემუშავათ ციმბირში 25 წელი ან 5 წელი ქალაქ-40 –ში. პირველი ატომური რეაქტორი აშენებული იყო 18 თვეში და რაიონის გარშემო, რომელსაც შემდგომ ოზერსკი ეწოდა, აიგო დამატებითი ობიექტები. მშენებლებიდან ცოტამ თუ იცოდა რომ ხელი მოაწერა სასიკვდილო განაჩენს. არავის უცოცხლია ხუთ წელზე მეტი. boredpanda.com მრავალი ათწლეული ქალაქები, სადაც ასი ათასი ადამიანი ცხოვრობდა, არც ერთ რუკაზე არ იყო. ხოლო მონაცემები ამ მოქალაქეებისა არ ხვდებოდა საბჭოთა საყოველთაო აღწერაში. სპეციალისტები, რომლებიც კომბინატ №817-ში შედიოდნენ (ასე უწოდებდნენ ადრე „საწარმო გაერთიანება «Маяк»-ს), უმკაცრეს მრავალეტაპიან შერჩევას ექვემდებარებოდნენ. საიდუმლო ობიექტზე მოხვედრის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ახლობლებთან არა მარტო შეხვედრის, მათთან მიმოწერის უფლებაც კი.
boredpanda.com
დაკარგული ქალაქის მცხოვრებლებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ „ბირთვული ფარი და მსოფლიოს მხსნელები“, ხოლო დასახლების იქით მხოლოდ მტრები. boredpanda.com იმ დროს, როდესაც სსრკს მოქალაქეები შიმშილობდნენ და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ, ოზერელებისთვის ხელისუფლებამ სამოთხე შექმნა დედამიწაზე, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი განსაკუთრებული სტატუსით და ზოგიერთი ფუფუნებითაც კი დამტკბარიყვნენ. ყველას ჰქონდა ბინა, საკვების ფართო არჩევანი- მათ შორის ეკზოტიკური დელიკატესები, როგორიცაა ბანანი, შესქელებული რძე ან ხიზილალა - კარგი სკოლები და საავადმყოფოები, მრავალი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება მალავდა რადიაციის ექსტრემალურ ზემოქმედებას ქალაქის მოსახლეობაზე და მათ მომავალ შვილებზე. დასაწყისშივე, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობდა და მუშაობდა ატომური ელექტროსადგური „მაიაკ“-ის უშუალო სიახლოვეს უკიდურესად საშიშ პირობებში. boredpanda.com ადამიანებმა დაიწყეს ავადმყოფობა და სიკვდილი: ამის მიზეზი რადიაციის ხანგრძლივი ზემოქმედება იყო.
ჩელიაბინსკ-40 _ის მოსახლეობა იღუპებოდა ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამოც. მაგალითად კიშტიმის ავარია მსოფლიოში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო ჩერნობილამდე, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ მაშინ შეძლო მისი დამალვა. საწარმო „მაიაკ“_ის ხელმძღვანელობა სდუმდა იმის თაობაზეც, რომ საწარმოო ნარჩენებს ახლომდებარე ტბებში და მდინარეებში ყრიდა, რომლებიც შემდეგ ხვდებოდა მდინარე ობში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.
ორმოცი წლის მანძილზე „მაიაკ“_ის თანამშრომლებმა გარემოში 200 მილიონი კიური რადიოაქტიური ნარჩენი დაყარეს, რაც ორ ჩერნობილის აფეთქებას უდრის, თუმცა ხელისუფლება ამას დღემდე უარყოფს. დღეს ოზერელები აქ ცხოვრებას აღიქვამენ არა როგორც შეზღუდვას - არამედ როგორც პრივილეგიას. boredpanda.com ისინი თავს „რჩეულებად“ თვლიან და ამაყობენ იმით, რომ დახურულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, დაოჯახდნენ. აქაა მშობლების, და ზოგის შვილების საფლავებიც კი.
მოსახლეობამ იცის სიმართლე საკუთარ ქალაქზე: წყალი დაბინძურებულია, სოკო და კენკრა მოწამლული, შვილები გაიზრდებიან დაავადებებით.
ოზერსკი და მისი შემოგარენი - პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული რადიოაქტიური რეგიონია რომელსაც „მიწის სასაფლაოსაც“ უწოდებენ. Дмитрий Карпунин/boredpanda.com დღეს დახურული ქალაქის მოსახლეობას მისი საზღვრების დატოვება შეუძლიათ სპეციალური საშვებით. სურვილის მიხედვით, სამუდამოდ წასვლაც შეუძლიათ. თუმცა ამ უფლებით ცოტა სარგებლობს, ისინი ხომ ამგვარად ყველა პრივილეგიას დაკარგავენ.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, თუმცა არა ყველა, თვლის, რომ ოზერსკის გარშემო არსებული ღობე შექმნილია არა იმისთვის, რომ მათი ნების წინააღმდეგ გააჩერონ ადამიანები, არამედ უცხოებმა ვერ შეძლონ მათ პატარა სამოთხეში შეღწევა. ეკლიანი მავთულხლართი ქალაქის ლანდშაფტის და თვითშეგნების განუყოფელ ნაწილად რჩება.
2001 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა 42 დახურული ქალაქის არსებობა, თუმცა სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, კიდევ არსებობს მინიმუმ 15 საიდუმლო ქალაქი. თქვენ ისურვებდით ასეთ დახურულ ქალაქში ცხოვრებას? იხილეთ ასევე:
2458 14-ს მოსწონს
|