საზოგადოებრივი წანარები - იბერო-კოლხური ტომი 2019, 30 ივნისი, 14:21 წანარები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი იბერო-კოლხური ტომი, რომლებიც უძველესი დროიდან განსახლებულნი იყვნენ წანარეთის ხევის ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში დარიალის ხეობა ეწოდა. ძველი წყაროების მიხედვით ეს ადგილი ამ ტომის სახელის მიხედვით ქვეყანა წანარეთად მოიხსენიება. ეს ტომი განსაკუთრებით დაწინაურდა VIII-IX საუკუნეებში და აქტიური მონაწილეობა მიიღეს კახეთის სამთავროს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, მის სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. კახეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ წანარები ამ სახელით ქრებიან ისტორიის სარბიელიდან. მათი დიდი ნაწილი კახელებთან ახდენს ასიმილაციას და დიდ გავლენასაც ახდენს კახელთა ფორმირებაში და ჩამოყალიბებაში იმ სახით, რა სახითაც ის გვევლინება ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, წამყვანი საბრძოლო ძალა კავკასიაში. ხოლო დანარჩენები იწოდებიან მოხევეებად. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ წანარები თავისი წარმოშობით ახლოს იდგნენ სვანებთან და შესაძლოა ყოფილიყვნენ მისიმიელების, სვანების განაყოფი ხალხი, რომელიც დასახლებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიებზე. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. იბერო-კავკასიური კულტურები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე532 2-ს მოსწონს
|