საზოგადოებრივი სუჯები - იბერო-კოლხური ტომი 2019, 30 ივნისი, 4:03
სუჯები იბერო-კოლხური, კონკრეტულად კი ჰერული მოდგმის ტომი იყო. ჰერულ მოდგმაში ასევე შედიოდა ლბინები და ჭილბები. სწორედ ეს ტომები არიან დღევანდელი ჰერების ანუ "ინგილოების" წინაპრები. ანტიკური წერილობითი წყაროები, ასევე ქართული და სომხური წყაროები გვაწვდის მათზე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას. ასეთი წყაროების ავტორებია მაგალითად: ლეონტი მროველი, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, მოვსეს ხორენაცი, ეღიშე, უხტანესი, მხითარ აირივანელი, პლინიუსი და ასევე "მოქცევაი ქართლისაი". სუჯები მოსახლეობდნენ მდინარე ივრის შუა დინების აუზში. ანტიკური წყაროების მიერ მოხსენიებული ტომი "სოდები" (სოდი) და სომხური წყაროების "წოდები" სწორედ ქართული წყაროების სოჯები, იგივე სუჯები არიან. სუჯების პოლიტიკური და კულტურულ-ეთნიკური შერწყმა ქართლელებთან და კახელებთან ინტენსიურად დაიწყო ჯერ კიდევ ძვ.წ. III საუკუნიდან. ამ პერიოდში ხომ იბერიის სამეფო თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა მონათესავე, ქართველურ, ჰერულ ტომებს, მათ შორის სუჯებსაც. სუჯები, როგორც ტომი საბოლოოდ ასიმილირდნენ ქართლ-კახელებთან ახ.წ. IV საუკუნეში. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე254 1-ს მოსწონს
|