x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის კონტაქის კვალს მიაგნეს. მაიას ტომის «ბიბლიური» ჩანაწერები
image



«კოკაინის მუმია»


მეცნიერებმა ეგვიპტის ფარაონთა ХХI დინასტიის (1069 - 945 წწ.) მუმიებში, ნარკოტიკული ნივთიერებების: კოკაინის, ჰაშიშის და თამბაქო კვალი აღმოაჩინეს. ეს ნარკოტიკები მცენარეებისგან მიიღება, რომლის სამშობლო სამხ. ამერიკაა და რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდა კითხვა – არსებობდა, თუ არა კავშირი ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის? და თუ არ არსებობდა, მაშინ ვიღაც უნდა ყოფილიყო, ვინც ეგვიპტეს ნარკოტიკებით მოამარაგებდა...

ცნობილია, რომ ახალი სამყაროს აღმოჩენა 1492 წელს მოხდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ევროპაში კარტოფილი, თამბაქო და სხვა მცენარეები. სკანდინავიის სხვადასხვა ხალხებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირები, საკუთარი ვერსია აქვთ, რომელიც ზემოხსენებულს ნამდვილად არ ემთხვევა. მათი აზრით, ამერიკელების პირველაღმომჩენები ვიკინგები იყვნენ და არა ესპანელები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესწავლილი მუმიები მხოლოდ ეგვიპტელ დიდებულებს კი არა, უბრალო ადამიანებსაც ეკუთვნით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ეგვიპტეში დეფიციტს არ წარმოადგენდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. გამოდის, რომ, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, დიდი ხნით ადრე, ეგვიპტელები კოკაინს და თამბაქოს მოიხმარდნენ.

imageმკვლევარები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტელები ამ ნივთიერებებს ტკივილგამაყუჩებლებად ხმარობდნენ, რადგან ცნობილია, რომ ეგვიპტეში კარგად იყო განვითარებული მედიცინა და ფარმაკოლოგია. თუმცა, შემდგომმა კვლევებმა სულ სხვა რეალობა აჩვენა...

მეცნიერებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კვლევა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყეს. 1992 წ. მიუნხენის მუზეუმის კურატორებმა ერთ-ერთ მუმიაზე სამეცნიერო ტესტი ჩაატარეს. ეს მუმია ქურუმი ხენტტავრის იყო და მისი ასაკი 3000 წელს აღემატება. ტესტმა მუმიაში კოკაინის კვალი აჩვენა და მაშინ, მუზეუმის თანამშრომლებმა დახმარებისთვის სასამართლო ექსპერტებს, – ტოქსიკოლოგებს მიმართეს. შედეგად, 7 მუმიის კვლევის შედეგად, ყველას თმაში კოკაინის და თამბაქოს მოხმარების კვალი იყო აღმოჩენილი. ამის შემდეგ, გერმანელმა მეცნიერებმა მუზეუმის ყველა მუმიას ჩაუტარეს ანალიზი და იგივე შედეგი მიიღეს. ექსპერტები ამას ნამდვილად არ ელოდნენ. მათ ჯერ აპარატურა გადაამოწმეს, ხოლო შემდეგ, ანალიზები გაიმეორეს – შედეგი იგივე იყო. ამის შემდეგ, მათ სამხ. გერმანიის მუზეუმებში და სუდანში დაცული მუმიები და ჩონჩხებიც შეისწავლეს და ყველა მათგანში ნარკოტიკის კვალი დააფიქსირეს. კვლევა პერუს მუმიების შესწავლით გაგრძელდა და მათ გასაკვირად, ამ უკანასკნელების ანალიზში მხოლოდ ნიკოტინის კვალი აღმოჩნდა.

«კოკაინის მუმიის» აღმოჩენას, სამეცნიერო სამყაროში, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, იმის გამო, რომ ფარაონების ეპოქაში კოკა, კანაფი და თამბაქო მხოლოდ თავის ბუნებრივი გავრცელების არეალში, – სამხრეთ ამელიკაში ხარობდა, კვლევის ავტორები, ყოველდღიურად, უამრავ წერილს იღებდნენ შეკითხვებით, პასუხი კი, ჯერ არა ჩანდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ნუბის უდაბნოში (ჩრდ-აღმ. სუდანი) აღმოაჩინეს ადამიანის ნეშთები, რომლებიც ბუნებრივი გზით იქცნენ მუმიებად და გაირკვა, რომ ისინი ამ რეგიონში 3000 წელზე უფრო დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ. ანალიზის შედეგად, მათი უმრავლესობის ქსოვილებში ნიკოტინის კვალი აღმოაჩნდა, ხოლო 56 ადამიანი კოკაინის მომხმარებელი იყო.


image


როგორც გაირკვა, ეგვიპტელები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად იყენებდნენ გამაბრუებელ ბალახებს, მათრობელ წვენებს და ფესვებს. მაგ., ოპიუმს ბავშვებსაც კი ასმევდნენ, რომ მშობლები ტყუილუბრალოდ არ შეეწუხებინათ. მეცნიერების შეფასებით, ეგვიპტელებმა 800-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ იცოდნენ. ოპიუმთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ყაყაჩო ძველ სამყაროში ცნობილი ყვავილი იყო, მაგრამ კოკაინი? როგორ უნდა ავხსნათ მისი არსებობის კვალი ეგვიპტურ მუმიებში, თან ისე, რომ ცივილიზაციის განვითარების უკვე დადგენილი სურათი არ შეიცვალოს?

როდესაც ამ აღმოჩენით მიღებულმა პირველმა შოკმა გადაიარა, მკვლევარებმა გაიხსენეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ, დიდი ხნის წინ, უკვე ცნობილი იყო და მას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდნენ. 1922 წელს როდესაც ტუტანხამონის სამარხი გახსნეს, იქ მხოლოდ ოქრო და ფარაონის მუმია კი არა, თამბაქოს ხოჭოც აღმოაჩინეს!!!

ხოლო, ფრანგმა მეცნიერებმა 1976 წ. რამსეს II მუმიის კვლევის დროს, თამბაქოს ნაწილაკებიც აღმოაჩინეს. ის ნაპოვნი იყო ბალზამირების ფისოვანი ფენის ქვეშ და როგორც ისინი ამტკიცებდნენ, ის იქ შემთხვევით ვერ მოხვდებოდა. გარდა ამისა, თამბაქოს სინჯი აღმოჩენილი იყო მუმიის მუცლის არეშიც.

თამბაქოს ფოთოლს, როგორც ცნობილია, ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ის სხეულს ლპობისგან იცავს. სწორედ ამიტომ, ეგვიპტელები მას გვამების მუმიფიცირების პროცესში იყენებდნენ. სავარაუდოდ, ეგვიპტელები მას ეწეოდნენ კიდეც. ამის მტკიცებულებად თიხის ჩიბუხები გამოდგება, რომლებიც გიზის პლატოზე წარმოებული გათხრებისას არის აღმოჩენილი და ძვ. წ. აღრ. 2000-1700 წლებით არის დათარიღებული.

და კიდევ, ჯერ კიდევ 1970 წელს ეთნოგრაფმა და გეოგრაფმა თურ ჰეიერდალმა დაამტკიცა, რომ ძველეგვიპტური ნავებით ატლამტიკის ოკეანის გადაცურვა შეიძლებოდა.



ეგვიპტელების კვალი ჩრდ. ამერიკის კონტინენტზე


როგორც «ჩილამ ბალამშია» (The Books of Chilam Balam – მაიას წმინდა წიგნების კრებული, ე. წ. მაიას ბიბლია. რედ.) ნათქვამი, პირველი განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც მექსიკის ტერიტორიაზე გამოჩნდა, ახ-კანულე – «გველის ხალხ» იყო.


image


წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ეს ხალი კონტინენტზე «უცნაური გემით» მოვიდა, რომელიც გარედან ისე ბზინავდა, როგორც გველის ქერცლი მზეზე და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ის სანაპიროს ნიჩფების გარეშე მიუახლოვდა. აბორიგენებმა, რომლებსაც მსგავსი არაფერი ენახათ, გემი უზარმაზარ გველად მიიჩნიეს, რომელმაც იუკატანზე ფერმკრთალი არსებები მიიყვანა. ყველაზე დიდი გაოცება კი, მათში იმან გამოიწვია, რომ შუბლზე ყოველ მათგანს წმინდა ორთავიან გველის სიმბოლო ჰქონდა, რომელსაც ისინი თაყვანს სცემდნენ... და მათ ჩათვალეს, რომ ღმერთებმა საკუთარი სახლი დატოვეს, რათა მათთვის ცოდნა გადაეცათ და ქვეყანა ემართათ.


image


ინდიელების მიერ, მათ სანაპიროებთან მისული გემის და იქიდან გადმოსული ადამიანების დახასიათება აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ მათთნა ეგვიპტელები ჩავიდნენ და რომ გველის ფორმის უცნაური გემი, – ძველეგვიპტური იალქნიანი ნავი იყო. ხოლო, ემბლემა, რომელიც ვიზიტორებს შუბლზე ჰქონდათ – ფარაონების მფარველი კობრის ღვთაების – უაჯიტის გამოსახულება იყო (ასეთივე ფიგურა ამშვენებს ტუტანხამონის ოქროს ნითაბსაც. რედ.).



image


ამრიგად, უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ «გველის ხალხი» – ძველეგვიპტელები იყვნენ! მათ მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები უახლესი იარაღით და სისხლისმღვრელი ბრძოლებით კი არა, თავიაანთი სიბრძნით, სიდიადით დაიპყრეს და ამავდროულად, რეგიონში ცივილიზაციის განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი.

ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ყველა ძირითადი ხაზი, მესოამერიკის (ისტორიული რეგიონი, ამჟამინდელი მექსიკის ცენტრალური ნაწილიდან ნიკარაგუამდე. რედ.) კულტურაშიც იკითხება!!!

მექსიკის ჩრდ-აღმ. ნაწილში მაიას ცივილიზაციის ქ. პალენკეს მახლობლად დღემდე არის შემორჩენილი ორი პირამიდა, რომლებიც ფორმით ეგვიპტის გვიანდელი პერიოდის პირამიდებს ძალიან ჰგავს. ხოლო, პალენკეში, ქალაქის არქიტექტურული სტილი და ტაძრების შიდა გაფორმება, თითქმის ისეთივეა, როგორიც ეგვიპტურ ტაძრებში და პირამიდებში. ერთნაირად არის დამუშავებული კედლების შიდა და გარე ფასადებიც. ეგვიპტური არქიტექტურის სტილში არის გაფორმებული ტაძრების ჭერიც.


image


ეგვიპტური გავლენა იგრძნობა მესოამერიკის ხელოვნების ნიმუშებშიც. მაგ., კედლის მოხატულობა, როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე ამერიკაში, ერთნაირად ხორციელდებოდა – ორივე შემთხვევაში, ამას 19 კვადრატიანი ბადით აკეთებდნენ!

ტაძრის კედლებზე ერთნაირად ხატავდნენ ადამიანების და ცხოველების გამოსახულებებს – უმეტეს შემთხვევაში, მათ პროფილში გამოსახავდნენ.


image

image


ისევე როგორც ძველ ეგვიპტეში, ფარაონიების განსასვენებლები, პალენკეს მმართველების სამარხებიც ყველანაირად მოწყობილი და გაფორმებული იყო. ხოლო, «ანკჰის» («სიცოცხლის გასაღები») რელიგიურ სიმბოლოს, როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე მაიას ტომშიც იყენებდნენ.


imageimage


ძველი ეგვიპტელები ამერიკის ჩრდ. რეგიონებსაც სტუმრობდნენ და ინდიელებს, რომლებიც დღევანდელი კანადის და მის მიმდებარე აშშ-ს ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, წერა-კითხვას ასწავლიდნენ.

მაგ. მიგმაქსის (Miꞌgmaq) ინდიელი ტომის დამწერლობა ასობით იეროგლიფს შეიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი, თითქმის უცვლელად, ძველეგვიპტური დამწერლობიდან არის გადმოტანილი! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ დამწერლობა კი არა, ინდიელების ენაც, ნაწილობრივ, ეგვიპტური ენიდან არის ნასესხები.

პირველმა ფრანგმა მისიონერებმა, ზოგიერთი ინდიელის ვიგვამში (გუმბათოვანი ქოხი ჩრდ. ამერიკაში) ბიბლიოთეკის მაგვარი კუთხე აღმოაჩინეს, რომელშიც ქვაზე და ხის მერქანზე დაწერილი ტექსტები ეწყო. ხოლო, ადგილობრივ ექიმბაშები მანუსკრიპტებს ფლობდნენ, რომლებსაც ავადმყოფებს უკითხავდნენ. ინდიელები ამტკიცებდნენ, რომ თავიაანთი ნიშნებით, მათ ნებისმიერი აზრის გადაცემა შეეძლოთ, ისევე როგორც ფრანგებს ალფავიტით.

imageკვადრატული ბადით დაწერილი ტექსტები აღმოჩენილია სამხრეთ ამერიკაშიც. აღნიშნული კოლექცია პადრე კრესპის სახელით არის ცნობილი და დღეს მისი ნახვა კუენკას მუზეუმში არის შესაძლებელი.

მიგმაქსის ტომის დავენპორტის (ქალაქი აიოვას შტატში, აშშ) სტელაზე, რომელიც ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულით არის დათარიღებული, წარწერები 3 ენაზეა გაკეთებული. მის ცენტრში გამოსახულია სცენა, ხოლო მის ირგვლივ წარწერებია ეგვიპტურ, იბერიულ-პუნურ და ლიბიურ ენებზე. იბერიულ და ლიბიურ ტექსტებში ნათქვამია, რომ ამ წარწერებში კალენდრის საიდუმლოა. ამის შემდეგ, ტექსტი უკვე ეგვიპტური იეროგლიფებით გრძელდება და ნათქვამია: «ბოძზე სარკე ისეა მიმაგრებული, რომ როდესაც მზე ახალი წლის დღეზე ამოდის, მისი სხივები ქვას ეცემა, რომლის სახელი მეთვალყურეა. ახალი წელი მაშინ იწყება, როდესაც მზე ვერძის თანავარსკვლავედს ხვდება და როდესაც დღე იზრდება, ხოლო ღამე კლებულობს (4 ათასი წლის წინ, ახალ წელს ეგვიპტეშიც 21 მარტს ანუ გაზაფხულის ბუნიაობაზე ზეიმობდნენ. რედ.). ამ დღეს ზეიმობენ ახალი წლის დადგომას და მსხვერპლშეწირვის რიტუალი იმართება».


image


ეგვიპტურ ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ეს ვნუტუს (ვარსკვლავთმრიცხველი) ნამუშევარია, რომელიც ოსორისის ქურუმი იყო ლიბიიდან. ამ ტექსტის ანალიზის შედეგად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნე, რომ სტელაზე დატანილი ინფორმაცია და კალენდარი უფრო ძველი, ეგვიპტური ან ლიბიური სტელიდან იყო კოპირებული. ხოლო, სტილისტური თავისებურების მიხედვით, ტექსტის დედანი ძვ. წ. აღრ. XVI ს. უნდა შექმნილიყო.



ფინიკიელები ბრაზილიაში


XIX საუკუნის 80-იან წლებში პარაიბას სანაპიროზე ქვა აღმოაჩინეს, შემდეგი წარწერით: «ჩვენ ქანაანის (ძველად ფინიკიას ერქვა. რედ.) შვილები ვართ, მეზღვაურები და ვაჭრები, გამოგვყარეს სიდონიდან (ამჟამად, ქალაქი ლიბიაში. რედ.) ამ მთიან მხარეში, რომელიც ღმერთების და ქალღმერთების სასუფევლად მივიღეთ. ეს ჩვენი მეფის, ჰირამის მმართველობის მე-19 წლზე მოხდა (ჰირამის (Hiram I) მოღვაწეობის პერიოდი მეფე სოლომონის მოღვაწეობის პერიოდს (ძვ. წ. აღრ. 972-932 წწ.) ემთხვევა. ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. რედ.). ჩვენ ზღვაში 10 გემით გავედით და 2 წელი ერთად ვცურავდით. შემოვუარეთ ცხელ ქვეყანას, დიდი საფრთხის შემდეგ, ერთმანეთს დავშორდით და აქ 12 მამაკაცი და 3 ქალი მოვედით…».

ტექსტის მიხედვით ჩანს, რომ მეზღვაურებმა აფრიკის უკიდურეს სამხრეთს, კეთილი იმედის კონცხს მიაღწიეს, შემდეგ ქარიშხალში მოყვნენ და ერთი გემი დინებამ ბრაზილიის სანაპიროებამდე მიიყვანა.

ბრაზილიაში ასევე აღმოჩენილია ფინიკიური წარმომავლობის სხვა არტიფაქტებიც:

მაგ., რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად, გუანაბარის უბის ფსკერზე ნაპოვნია 2 კერამიკული ღუზა, რომლის ასაკი 2, 5 ათას წელს აღემატება და იქვე აღმოაჩინეს კერამიკული საინი, სავარაუდოდ, ფინიკიური და მისი ასაკი ღუზების ასაკს ემთხვევა.

მანამდე, ХIХ და ХХ საუკუნეებში, აშშ-ის და ბრაზილიის ტერიტორიებზე უამრავი ძველეგვიპტური, ფინიკიური და ძველებრაული წარწერებია აღმოჩენილი. როგორც წესი, აკადემიური მეცნიერება, როდესაც არტიფაქტის დისკრედიტირებას ვერ ახერხებს, დუმილს არჩევს და ამიტომ, ეს აღმოჩენები ფართო მასშტაბის დისკუსიების საგანი არ გამხდარა.

ეს წარწერა კი, – «მე, ბედეზერი ვარ, ჯეტბალას პირმშო», ფინიკიურ ენაზე, პირდაპირ რიო-დე-ჟანეიროს თავზეა გაკეთებული.


imageimage


გასულ საუკუნეებში აშშ-ს ზოგიერთ შტატში (იუტა, ვაიომინგი, ჯორჯია) მშენებლობის და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს, არაერთი თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს, ლურსმული დამწერლობით. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივი პრესის ფურცლებზეც კი მოხვდა. პრესაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, აღმოჩენილი თიხის ფირფიტები ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულით იყო დათარიღებული.


image


ამერიკის კონტინენტებზე ნაპოვნი აფრიკული არტიფაქტების ჩამოთვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ეს უკვე სტატია კი არა, წიგნი იქნება.

imageimageimageimageimageimageimage






0
878
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
878
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0