საზოგადოებრივი იდუმალი ტაპრობანი – პროტოშუმერების და დრავიდების სამშობლო 2019, 11 ივლისი, 10:39 ფრა მაუროს და ფირი რეისის რუკებზე ინდოეთის სამხრეთში კუნძული ტაპრობანი მდებარეობს. ამ ადგილზე კუნძულის არსებობის ფაქტი, ძველთაგანვე იყო ცნობილი და მის შესახებ თავის შრომებში კერ კიდევ სტრაბონი (ძვ. წ. აღრ. 64-23 წწ.) წერდა. მეცნიერის ინფორმაციით კუნძული ინდოეთიდან რამდენიმე დღის სავალზე მდებარეობდა, ხოლო სიდიდით, დაახლოებით ბრიტანეთის კუნძულების ხელა იყო (სიგრძე – 5 000 სტადია, სიგანე – 3 000 სტადია) – რამდენჯერმე აღემატებოდა შრი-ლანკას. დღეს რთული სათქმელია, არის, თუ არა, ეს უკანასკნელი ტაპრობანის ნაწილი, თუ ადრე ამ 2 კუნძულს საერთო არაფერი ჰქონდა (წვრილმასშტაბიან რუკებზე, ყველა კუნძულის დატანა არ ხდება და შესაძლებელია, შრილანკა ძველ რუკებზე ვერც მოხვედრილიყო). სტრაბონი გარდა, ტაპრობანს საკუთარ შრომებში სხვა ცნობილი მეცნიერებიც ახსენებენ. მაგ., ანტიკური ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გეოგრაფი პომპონი მელა (15– 60 წწ.) აღნიშნული კუნძულის შესახებ წერდა: «რაც შეეხება ტამპრობანს, ეს მიწა შეგვიძლია კუნძულად ჩავთვალოთ, მაგრამ თუ ჰიპარქეს (ძვ. წ. აღრ. 180 – 125 წწ.) ცნობებს დავეყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სხვა სამყაროს დასაწყისია. ასეთი რამ სავსებით დასაშვებია: ტამპრობანი დასახლებულია და არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმეს ამ მიწისთვის გემით შემოევლოს». პლინიუსის (23–79 წწ.) ცნობით კი, ჩრდილი ტაპრობანში ჩრდილოეთით კი არა, სამხრეთისკენ ეცემა, მზე მარცხნიდან ამოდის და მარჯვნივ ჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძული სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. ინდოეთის ოკეანეში კუნძულის არსებობის შესახებ წერდა მარკო პოლოც. თუმცა, ის ცეილონს ახსენებდა, მას ყველაზე დიდ კუნძულს უწოდებდა და იქვე აღნიშნავდა, რომ ძველად, ის რეალურ ზომებზე უფრო დიდი იყოო. ამ მოკლე ექსკურსის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ შრი-ლანკა ჩრდ. განედის 6-8 გრადუსებს შორის მდებარეობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტაპრობანი დიდი კუნძული, ან შეიძლება კონტინენტიც იყო, რომელიც ინდოეთის სამხრეთით, ეკვატორთან ახლოს მდებარეობდა და შეიძლება, შრი-ლანკა მისი ნაწილიც იყო. ამჟამად, ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთით, სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულ რაიონებში, ოკეანის ფსკერზე, არქეოლოგები ძველად სხვა ცივილიზაციის არსებობის უამრავ ნაშთებს პოულობენ და შეიძლება, ახლო მომავალში უჩვეულო აღმოჩენის მომსწრენიც გავხდეთ. მეცნიერთა მტკიცებით, სამხრეთ აზიაში ინდოევროპელი დამპყრობლების, – არიელების, გამოჩენამდე (ძვ. წ. აღრ. XII ს.), ინდოსტანის ნახევარკუნძულზე დრავიდები ცხოვრობდნენ. მაგრამ, არც ისინი იყვნენ აბორიგენები ამ ტერიტორიაზე. დრავიდები, დღევანდელი ინდოეთის და მის სამხრეთით მდებარე კუნძულზე, ჩვენს ერამდე 2 ათასი წლით ადრე გამოჩნდნენ და როგორც ჩანს, სწორედ მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია მდინარე ინდის აუზში, რომელსაც დღეს, პროტოინდურ ცივილიზაციას უწოდებენ. ასეთი ცივილიზაციები, იმ დროს, სხვაგანაც არსებობდა და ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ხალხები, რომლებმაც ეს ცივილიზაცია შექმნეს, დედამიწის არცერთ ერს არ ენათესავებიან, შუმერების გარდა. არც ის არის ცნობილი, თუ სად ცხოვრობდნენ ადრე და მშობლიური მიწა რატომ დატოვეს. თუ ძველად, ბირთვული იარაღის არსებობას დავუშვებთ (იარაღი იმ დროს, ალბათ, უფრო მასშტაბურიც იყო), მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტაპრობანი ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებას შეეწირა და ასევე შესაძლებელია, რომ ის წარსულში, ლეგენდარული ლემურიას ნაწილიც ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ლემურელებთან სწავლულები პლანეტა ვენერადან ჩამოდიოდნენ და მათ ქურუმებს კოსმოსურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ. ლემურიელბი დიდ ქალაქებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალად კი, გრანიტს და მარმარილოს იყენებდნენ. მათ სახლებს ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, ხოლო თეთრი ქვით ნაშენი ტაძრები და სასახლეები დიდებულად გამოიყურებოდა. მათ ბევრი ოქრო-ვერცხლი ჰქონდათ, მაგრამ ძვირფას მეტალებს მონეტების დასამზადებლად არ იყენებდნენ და მისგან, ძირითადად, სამკაულს და დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ალმასიც და ამიტომ, ის ჩვეულებრივ შუშაზე მეტად არ ფასობდა. ცნობილია, რომ ყველაზე ფასეული ლემურელებისთვის, ფერადი ბუმბული იყო, რომელიც კონტინენტზე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ლემურიელები იყენებდნენ მზის ენერგიას, რომელსაც მათ სახლებში სითბო და სინათლე შეჰქონდა. სიკვდილი მათთვის უფრო დიდ სამყაროში გადასვლად ითვლებოდა და ცნობილია, რომ ამას ისინი ხშირად აკეთებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ არასრულყოფილ სამყაროში ცხოვრობდნენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი კი, ხშირი ბუნებრივი კატაკლიზმები იყო. ლემურია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიშალა და მისი ნაწილი ოკეანემ შთანთქა. მოსახლეობამ კი, ჯერ კონტინენტის დას. ნაწილს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ, ერთი ნაწილი ამერიკაში და აზიაში გადავიდა საცხოვრებლად... და ეს, ბევრად უდრო ადრე მოხდა, ვიდრე ჩვენს პლანეტას მსოფლიო წარღვნა დაატყდებიდა თავს და სავარაუდოდ, უძველესი ცივილიზაციის ნაშთები (პირამიდები, სფინქსი, მაჩუ-პიქჩუ, ნასკას გეოგლიფები, ოლიანტაიტამბო, ბაალბექი და სხვა ნაგებობები), რომლიც დღეს სხვადასხვა კონტინენტებზე გვხვდება, სწორედ ლემურიელების მიერ არის შექმნილი.
604 3-ს მოსწონს
|