x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
სამყაროს და ჩვენი განვითარების ისტორია (დიდი აფეთქებიდან დღემდე)

image


სამყარო 13 მლრდ. 700 მლნ. წლის წინ შეიქმნა, დიდი აფეთქების შემდეგ, რომლის დროსაც, ენერგია მატერიად გადაიქცა.

image


image
დიდი აფეთქებიდან 380 ათასი წლის შემდეგ, წყალბადის ატომები გაჩნდა.


imageეს ატომები არათანაბრად გადანაწილდა კოსმოში. იქ, სადაც დიდი რაოდენობით ატომი იყო კონცენტრირებული, გაჩნდა გრავიტაციური ველი, რომლის გავლენით, კოსმოსურმა გაზმა შეკუმშვა დაიწყო და წნევისა და ტემპერატურის გაზრდა გამოიწვია. ასეთ პირობებში, წყალბადის ატომებმა შეერთება დაიწყეს და გაჩნდა ახალი ქიმიური ელემენტი - ჰელიუმი.
ჰელიუმის შექმნისას, დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა და დაპრესილი გაზის სფერო ნათებას იწყებს. ასე იქმნებიან ვარსკვლავები.

image
პირველი ვარსკვლავები, დიდი აფეთქებიდან, 200 მლნ. წლის შემდეგ აკაშკაშდნენ.

image
ვარსკვლავების შიგნით, ჰელიუმის ბაზაზე, დაიწყო სხვადასხვა სახის ქიმიური ელემენტების ჩამოყალიბება და 12 მლრდ. წლის წინ, 25 ძირითადი ელემენტი შეიქმნა.
პირველი თაობის ვარსკვლავებს, მხოლოდ მსუბუქი ელემენტების წარმოება შეეძლოთ. იმისათვის რომ უფრო მძიმე ელემენტები შეიქმნას, საჭიროა ამ ელემენტების გადამუშავება, ანუ ახალი ვარსკვლავების ფორმირება, ძველი ვარსკვლავების ბაზაზე და ასეც მოხდა. ვარსკვკავების შექმნიდან რამოდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ზოგიერთი ვარსკვლავი აფეთქდა.

image
აფეთქების მომენტში, გამოყოფილი ენერგია იმდენად დიდია, რომ ვარსკვლავის ქიმიური ელემენტების ბაზაზე, იქმნება ახალი ქიმიური ელემენტები: ურანი, ოქრო, სპილენძი, რკინა... ეს უკანასკნელი, ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობაშიცაა.
ასე, რომ, ყოველ ჩვენგანში, ოდესღაც არსებული, ვარსკვლავის ნაწილები არის.

image
ყოველი აფეთქებული ვარსკვლავი, ახალ ვარსკვლავს აძლევს სიცოცხლეს. ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც 4 მლრდ. 600 მლნ. წლის წინ გაჩნდა, არის მზე. ის 6 მლრდ. წლის წინ აფეთქებული ვარსკვლავის ბაზაზე შეიქმნა.
მზემ თავისი წინამორბედის აფეთქების შემდეგ, ნაშალი მასალის და ახლო-მახლოს არსებული გაზის და კოსმოსური მტვრის 99, 8%-ი მიითვისა. დანარჩენი მასალით, მზის სისტემის სხვა ობიექტები ჩამოყალიბდა.
თავდაპირველად, დედამიწა ისე სწრაფად ბრუნავდა, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა, მხოლოდ 6 სთ. იყო, ხოლო მისი ზედაპირი, მთლიანად თხევადი ლავით იყო დაფარული.

image
გრავიტაციის მეშვეობით, თხევად ლავაში გაბნეული ქიმიური ელემენტების დახარისხება მოხდა. მძიმე ელემენტები ქვემოთ ჩავიდა, ხოლო შედარებით მსუბუქი – ზემოთ დარჩა. დროთა განმავლობაში, დედამიწის ზედაპირზე, მსუბუქი ელემენტებისგან, ქერქი შეიქმნა, ხოლო მძიმე მეტალებმა დედამიწის ბირთვი შექმნეს და დედამიწას გაუჩნდა მაგნიტური ველი, რომელიც მას დღემდე იცავს მზის რადიაციისგან.

image
4 მლრდ. 500 მლნ. წლის წინ, დედამიწას მარსისხელა კოსმოსური ობიექტი დაეჯახა. შეჯახების დროდ, პლანეტის ქერქი გასკდა და შიგნიდან ლავა გადმოიღვარა.
გრავიტაციის გავლენით, ამ ლავის ორ გუნდად შეკვრა მოხდა და დედამიწის ირგვლივ თანამგზავრმა დაიწყო მოძრაობა.

image
შეჯახების დროს, დედამიწის ღერძი დაიხარა და გაჩნდა წელიწადის დროები, ხოლო მთვარის ზეგავლენით, შემცირდა დედამიწის მოძრაობის სიჩქარე. დღე-ღამის ხანგრძლივბა, დროთა განმავლობაში, 24 სთ-მდე გაიზარდა.

image

image
4 მლრდ. 400 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ისეთი მაღალი ტემპერატურა იყო, რომ წყალი მხოლოდ ორთქლის სახით არსებობდა. სწორედ ამ დროს შეწყდა დედამიწის სიღრმეში რადიაქტიური პროცესი და პლანეტამ გაციება დაიწყო. ამის შემდეგ, მოხდა ჰაერში არსებული წყლის ორთქლის კონდენსირება და დედამიწაზე წვიმა წამოვიდა, ამავე პერიოდში, ციდან ყინულოვანი მეტეორიტები ცვიოდა. მოსული წვიმისა და მეტეორიტული ყინულის დნობის შედეგად, წყალი გაჩნდა დედამიწაზე.

image

3 მლრდ. 800 მილიონი წლის წინ, ოკეანის სიღრმეში, სიცოცხლე ჩაისახა, შეიქმნა ცოცხალი ორგანიზმების პირველი მოლეკულები, გაჩნდნენ ბაქტერიები.
2 მლრდ. 500 მლნ. წლის წინ, ბაქტერიების ერთმა სახეობამ, ციანობაქტერიებმა ფოტოსინთეზის პროცესი დაიწყეს და დედამიწაზე გაჩნდა ჟანგბადი.
პირველ ეტაპზე, ჟანგბადი წყალში არსებულ რკინის ელემენტებს უერთდებოდა და იქმნდებოდა რკინის ოქსიდი, რომელიც ოკეანის ფსკერზე ილექებოდა. როდესაც წყალში რკინის მარაგი ამოიწურა, ჟანგბადი ზემოთ ამოვიდა, ხოლო წყალში, ზოგიერთმა ბაქტერიამ ჟანგბადის მოხმარება დაიწყო. ცოცხალი ორგანიზმების მიერ, ჟანგბადის ათვისების შემდეგ, მათ მიერ საკუთარი ენერგიის გამოყენების ეფექტურობის ხარისხი 20-ჯერ გაიზარდა. აქედან მოყოლებული, მომდევნო 2 მლრდ. წლის მანძილზე, ცოცხალი ორგანიზმების აგებულება თანდათანობით რთულდებოდა. ამავე პერიოდში, ყალიბდებოდა და ვითარდებოდა დედამიწის ქერქი, გაჩნდა კონტინენტები.

image550 მლმ. წლის წინ, ჟანგბადის დონე ატმოსფეროში 13%-ი იყო, ხოლო წყლის ქვეშ, კამბრიულ პერიოდში, საკმაოდ უცნაური გარეგნობის ცოცხალი ორგანიზმები ბატონობდნენ. სწორედ აქედან იწყება ცხოველების კლასებად დაყოფა და 30 მლნ. წლის შემდეგ, დღეს არსებული, თითქმის ყველა კლასის წარმომადგენელი უკვე არსებობდა.

image

image

image

100 მლნ. წლის მანძილზე, ცოცხალი ორგანიზმები მხოლოდ წყალში ბატონობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ატმოსფეროში ჟანგბადი გაჩნდა, ყველაფერი შეიცვალა.

image
ჟანგბადმა ოზონის ფენა შექმნა, რომელიც დედამიწას მზის მავნე რადიაციისგან იცავდა და 450 მლნ. წლის წინ, წყლიდან ბიოსფეროს პირველი წარმომადგენლები – მცენარეები ამოვიდნენ, ფსილოფიტების სახით. ხოლო 400 მლნ. წლის წინ, ხმელეთის ზედაპირზე, ამფიბიებიც გამოჩნდნენ.

image

image

image

ამფიბიების შემდეგ, 300 მლნ. წლის წინ, გაჩნდნენ რეპტილიები. ამ უკანასკნელებს, ამფიბიებისგან განსხვავებით, ნაჭუჭიანი კვერცხი ჰქონდათ და ოკეანესთან კავშირი გაწყვიტეს. ამავე პერიოდში, ხმელეთზე, შიშველთესლიანი გიგანტური მცენარეები ბატონობდნენ.
250 მლნ. წლის წინ, მთელს დედამიწაზე, მისი განვითარების ისტორიაში, ყველაზე ძლიერი ვულკანური პროცესები დაიწყო. ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი დაგროვდა და ცოცხალი ორგანიზმების 70%-ი დაიღუპა.
უკანასკნელი 500 მლნ. წლის მანძილზე, ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი ამოწყვეტა 5-ჯერ მოხდა. ყოველი კატაკლიზმის დროს, დედამიწაზე გაბატონებული ცოცხალი ორგანიზმების სახეობები ნადგურდებოდა და სხვა ორგანიზმებს ეძლეოდათ განვითარების საშუალება. მაგ., ისეთებს, როგორებიც დინოზავრები იყვნენ.

image
დინოზავრები 160 მლნ. წლის მანძილზე (225 – 65 მლნ. წწ) ბატონობდნენ და სწორედ მაშინ გაჩნდნენ ყვავილები დედამიწაზე.
დედამიწის შექმნიდან 4 მლრდ. წლის შემდეგ, მთვარის გრავიტაციის გავლენით, დედამიწაზე დაწესდა 24 საათიანი დღე-ღამური ციკლი.
დინოზავრების ეპოქის დასაწყისში, დედამიწაზე მხოლოდ ერთი კონტინენტი იყო - პანგეა, რომელმაც მოგვიანებით დაშლა დაიწყო.
დინოზავრების ეპოქაში გაჩნდნენ ძუძუმწოვრებიც, მაგრამ მათ დინოზავრები განვითარების საშუალებას არ აძლევდბებ. მათი ბატონობის პერიოდში, ძუძუმწოვრები გამუდმებით სოროებში იმალებოდნენ.


image
65 მლნ. წლის წინ, დედამიწას შეეჯახა 10 კმ-იანი კოსმოსური ობიექტი (ასტეროიდი). ამ კატასტროფამ ერთიანად ამოწყვიტა დინოზავრები. მტრის ღრუბლებმა მზე დაფარეს და დედამიწაზე ატომური ზამთარი დაიწყო.

დინოზავრებთან ერთად დაიღუპა ყველა ცოცხალი ორგანიზმი, რომლის წონა 20კგ-ს აღემატებოდა.
დინოზავრების ამოწყვეტამ ძუძუმწოვრებს განვითარების საშუალება მისცა. დედამიწაზე გაჩნენდნენ პირველი პრიმატები - ლემურები. ისინი, იმ პერიოდში, ყველაზე განვითარებული ცხოველები იყვნენ.

image

image
50 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ისე ცხელოდა, რომ პოლუსებზეც კი ტროპიკული ჯუნგლები იყო.
8 მლნ. წლის წინ, პლანეტამ ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს. გაჩნდა პანამის ყელი, რომელმაც გზა გადაუკეტა ატლანტის ოკეანედან წყნარ ოკეანეში მიმავალ თბილ დინებებს. ამავე დროს, გაჩნდა ჰიმალაის მთები, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა კლიმატის ფორმირებაზე და დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურამ დაიწია.
7 მლნ. წლის წინ, ყველა კონტინენტზე, ერთროულად გაჩნდა ბალახი და მან მთელი პლანეტის ზედაპირი დაიპყრო, შემცირდა ტყის ფართობები და მათი ადგილი სტეპებმა დაიკავეს.

image
3 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე გამოჩდნენ ადამიანები.

image
2 მლნ. წლის წინ, გამყინვარების პეროდი დაიწყო, რომლის უკანასკნეკი ფაზა 12 ათასი წლის წინ დასრულდა.
გამყინვარებამ ადამიანები აიძულა თავი გამოქვაბულებისთვის შეეფარებინათ.

image

image
ჩრდ. ნახევარსფეროში, გამყინვარების პერიოდში, დღევანდელი ბერინგის სრუტეც იყინებოდა, რაც ადამიანებს, კონტინენტებს შორიდ, გადაადგილების საშუალებას აძლევდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამყინვარება დასრულდა, ისინი სხვადასხვა კონტინენტებზე აღმოჩნდნენ ჩაკეტილები.
ყინულისგან გათავისუფლებულმა მიწამ, საშუალება მისცა ადამიანებს, ნადირობიდან და შემგროვებიდან, სოფლის მეურნეობაზე გადასულიყვნენ. 10-მდე ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში შეიქმნა სოფლის მეურნეობის ცენტრები. ადამიანმა ცხენი მოაშენა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მის ცხოვრსბაში.

image

image

image

7 ათასი წლის წინ, მესოპატამიაში ჩვენი ცივილიზაციის უძველესი კერა შეიქმნა. ხოლო 5 ათასი წლის წინ, ამ რეგიონში, უკვე არსებობდა დიდი ქალაქები, მრავალმრიცხოვანი მოსახლეობით.

image
ამ ქალაქებში შეიქმნა პირველი დამწერლობა ჩვენს პლანეტაზე. შეიქმნა პირვალი არმია ქალაქის დაცვისათვის და პოლიტიკა – ქალაქის მართვისათვის.

image
5 ათასი წლის წინ, ცივილიზაციის უძველესი კერები, ასევე არსებობდა ნილოსის, ინდის, ხუანხეს და იანძის სანაპიროებზე და დაიწყო ურთიერთობა ცივილიზაციებს შორის. ისინი ერთმანეთს მეცნიერებისა და ტექნიკის ახალ მიღწევებს უზიარებდნენ. უკვე იმ დროს, ცივილიზაციის ყველა ცენტრში, დღე-ღამეს 24 საათად, ხოლო საათს 60 წუთად ყოფდნენ. შუმერების მიერ გამოგონილმა ბორბალმა, ადამიანებს ძლიერი იარაღი მისცა, მათი შემდგომი განვითარებისთვის.

image
ძვ. წ. აღრ X საუკუნეში შეიქმნა პირველი კავალერია და ადამიანებმა დაიწყეს ცხენების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში.
ძვ. წ. აღრ. 650 წელს, პირველი იმპერია შეიქმნა დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. ეს იყო სპარსეთის იმპერია.
შემდეგი ათასი წელი, იყო იმპერიების პერიოდი, ჩვენი ცივილიზაციების ისტორიაში. იმპერიების შექმნამ და ზრდამ ახალი რელიგიური მიმდინარეობის გავრცელებას შეუწყო ხელი. გაჩნდა მონოთერიზმი (ერთი ღმერთის რწმენა) და ჩამოყალიბდა მსოფლიოს ძირითადი რელიგიები: იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და ინდუიზმი.


image
იმპერიების ზრდის მიუხედავად, ზოგიერთი დიდი სახელმწიფო, ბუნებრივი საზღვრების გამო იზოლაციაში იყო მოქცეული. დიდი ხნის მანძილზე, დასავლეთის ცივილიზაციებმა არაფერი იცოდნენ ჩინეთის არსებობის შესახებ.

imageძვ.წ. აღრ. II საუკუნეში, ჩინეთის იმპერატორმა, ელჩი გაგზავნა დასავლეთში, მოკავშირეების მოსაძებნად. მის მიერ გავლილი გზა, მოგვიანებით, “დიდ აბრეშუმის გზად" იქცა და ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირა. მიუხედავად ამისა, ჩინელებს და ევროპელებს ერთმანეთი საუკუნეების მანძილზე არ უნახავთ, რადგან ამ გზაზე, ძირითადად, არაბი ვაჭრები დადიოდნენ.

image
სავაჭრო გზებზე, საქონლის გარდა, დიდი საფრთხეც გადაადგილდებოდა ინფექციების სახით, რომელიც ადამიანების მასობრივ ამოწყვეტას იწვევდა. მაგრამ ასეთ კავშირებს დადებითი შედეგებიც ჰქონდა.

image
312 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინემ, ქრისტეანობა მიიღო და მოკლე ხანში, ის საყოველთაო რელიგიად იქცა ევროპაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.

image

image
ქრისტიანობის გავრცელებიდან 300 წლის შემდეგ, გაჩნდა ისლამი. რელიგია, რომელმაც 2, 5-ჯერ დიდი ტერიტორია გააერთიანა ვიდრე რომის იმპერია იყო.
image
მომდევნო 1000 წლის მანძილზე, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სწორედ არაბი ვაჭრები იყვნენ სავაჭრო ქსელის გამაფართოებლები და პროგრესის გამავრცელებლები. 6 აქლემისგან შემდგარ ქარავანს, ერთ დღეეში, 2 ტონა ტვიტთის გადატანა შეეძლო 100 კმ-ზე. არაბი ვაჭრების წარმატების საწინდარი სწორედ ეს იყო და კიდევ ის, რომ ისინი სავაჭრო გზების ყველა გზაჯვარედინს აკონტროლებდნენ.

image
როგორც აღნიშნული იყო, არაბები, ვაჭრობის გარდა, ცოდნასაც ავრცელებდნენ. იტალიელმა მათემატიკოსმა, ლ. ფიბონაჩიმ (1170-1250 წწ.), რომელიც ხშირად სტუმრობდა ჩრდ. აფრიკას, ყურადღება მიაქცია არაბ ვაჭრებს, რომლებიც თავიაანთ საქმიანობაში, ციფრების ათობითი სისტემით სარგებლობდნენ. მეცნიერმა არაბებისგან ისწავლა ციფრებით სარგებლობა და მოგვიანებით, ნაშრომი დაწერა. ასე გავრცელდა ეს ციფრები მსოფლიოში. თავად არაბებმა, ეს ციფრები ინდოელებისგან გადმოიღეს.

image
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელმაც იმ დროინდელი მსოფლიო შეცვალა, ასევე არაბებმა გაავრცელეს.
ერთმა ჩინელმა ალქიმოკასმა, რომელიც მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირზე მუშაობდა, შემთხვევით დენთი გამოიგონა.


image
დენთის რეცეპტი არაბებმა ახლო აღმოსავლეთში ჩაიტანეს და მძლავრი იარაღი ჩაუგდეს ხელში მუსულმანებს, ევროპელი ჯვაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ევროპელებმა აიტაცეს ეს იდეა და მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი შექმნეს.
image500 წლის წინ დედამიწაზე დაახლოებით 400 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ამერიკაში აცტეკები, მაია და ინკები იყვნენ. ხოლო ევროპაში, რომის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილი სახელმწიფოებები იყო, რამაც ქრისტეფორე კოლუმბს საშუალება მისცა სხვადასხვა ქვეყნის მონარქებისთვის მისი ექსპედიციის დაფინანსება ეთხოვა.
კოლუბის წინადადებას ესპანეთის მეფე დათანხმდა და 1492 წელს ის ზღვაში გავიდა.
მართალია, კოლუმბი ინდოეთისკე მიმავალ გზას ეძებდა და ვერ იპოვა, მაგრამ მან ორი სამყარო გააერთიანა.

image
ამ მოვლენის შემდეგ, ევროპა გახდა დომინანტი ვაჭრობაში. ის მსხვილ სავაჭრო კვანძად გადაიქცა, რომელშიც თავს იყრიდა საქონელი აზიიდან და ამერიკიდან.
ორი სამყაროს გაერთიანებას უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა: დაიწყო დაპირისპირება ძველ და ახალ სამყაროებს შორის. ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე სხვადასხვა სახის მომაკვდინებელი იარაღის გარდა, ინფექციებიც ჩაიტანეს. შედეგად, კოლუმბის მოგზაურობიდან რამოდენიმე წელში, ადგილობრივი მოსახლეობის 95% ევროპელების მსხვერპლად იქცა.

ორი სამყაროს გაერთიანებით, დაიწყო სხვადასხვა მცენარებიის კულტივაცია ერთი კონტინენტიდან მეორეზე. გაჩნდა ახალი საკვების პროდუქტები.

image
შაქარის ლერწამი, რომელიც აზიაში 6 000 წლის წინ უკვე იყო, ევროპელებმა მხოლოდ ჯვაროსნული ომის პერიოდში აღმოაჩინეს და ევროპაში ჩამოიტანეს. მაგრამ, ევროპაში არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ეს მცენარე გაიხარებდა. ქ. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, იქ დაიწყო შაქრის პლანტაციების გაშენება. რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად აღარ იყო, საჭირო გახდა მუშა ხელის ჩამოყვანა სხვა ადგილებიდან და დაიწყო მონებით ვაჭრობა. პლანტაციებზე, ძირითადად, აფრიკის კონტინენტიდან ჩაყვანილი მონები მუშაობდნენ.
image300 წლის წინ, დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, გლეხურ მეურნეობებში იყო დაკავებული. საყოფაცხოვრებო ნივთები კი წვრილ საწარმოებში იქმნებოდა და 1700 წლამდე, ყველა სამუშაოს ხელით ასრულებდნენ.
იმ პერიოდში, ბრიტანეთში გასათბობად დიდი რაოდენობით ნახშირს მოიხმარდნენ. მაღაროები, რომლებშიც ნახშირის მოპოვება ხდებოდა, სულ უფრო და უფრო ღრმა ხდებოდა და გრუნტის წყლებით ხშირად იტბორებოდა.
1712 წ. ტ. ნიუკმანმა შექმნა ორთქლზე მომუშავე წყლის სატუმბი.

image
ეს იყო პირველი ორთქლის ძრავა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც ადამიანი მძიმე ფიზიკური შრომისგან გაათავისუფლა და მსოფლიო შეცვალა. ეს იყო ტექნიკური რევოლუცია, რომელიც პოლიტიკურ რევოლუციებთან (ამერიკა, საფრანგეთი) ერთად მოხდა. იქიდან მოყოლებული, ატლანტიკის სანაპიროებთან მდებარე ქვეყნები, ჰეგემონები ხდებიან მთელს პლანეტაზე.
image

XVIII საუკუნეში დაიწყო რკინეგზების გაყვანა ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში.

XIX საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა შიდა წვის ძრავა და გერმანელმა ინჟინრებმა შექმნეს ავტომობილი.

1903 წელს ამერიკელმა ძმებმა რაიტებმა (Wright) თვითმფრინავი შექმნეს, რომელმაც 3 მერტ სიმაღლეზე 37 მეტრი გაიფრინა და 12 წამის შემდეგ მიწაზე დაეშვა. სრულყოფილი თვითმდრინავი, იმავე ძმებმა, 1906 წელს წარუდგინეს საზოგადოებას.


imageimage
ამის შემდეგ, ნავთობი გახდა ყველაზე მთავარი საქონელი დედამიწაზე.
imageგამოიგონეს ტელეგრაფი (1774 წ.), ტელეფონი (1876 წ.), ელ.ნათურა (1879 წ.).

image

image

image

XX საუკუნის დასაწყისში, გაიზარდა მოთხოვნილება ნავთობზე და იმატა ომების რიცხვმაც.

image

imageimageგასულ საუკუნეში, ომებში 3-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე მანამდე, 2000 წლის მანძილზე.
imageდედამიწაზე დღეს 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ყველაფერი კი ერთი დიდი აფეთქებით დაიწყო.

image

image

8
1559
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1559
  
2022, 26 იანვარი, 20:21
ეჰ, მაგდენი ფიზიკა რომ ვიცოდე...
2022, 26 იანვარი, 3:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 სექტემბერი, 16:11
დიდი მადლობა, გაიხარე
2018, 10 სექტემბერი, 15:39
სტატიის წერის უმაღლესი პილოტაჟი :))
2016, 17 ივლისი, 15:27
დიდი მადლობა, ჩემი სტატიის ასე შეფასებისთვის.
რაც შეეხება მეორე კომენტარს, ევოლუციის თეორია, ბიბლიაში მოთხრობილ, სამყაროს დაბადებასთან, წინააღმდეგობაში არ მოდის. უფრო მეტიც, ერთი წლის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს პენტაკვარკის ნაწილაკი. სწორედ ის ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, სამყარო შეიქმნა. პენტაკვარკს მეორენაირად, თავად მეცნიერები, უფლის ნაწილაკსაც ეძახიან. გარდა ამისა, 2014 წელს, რომის პაპმა, პანთიპიკალურ მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ სამყაროს შექმნის ორი თეორია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებაო: ,, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ დაბადების წიგნს, ჩვენ ვდგებით რისკის წინაშე, რომ ღმერთი ჯადოქრად წარმოვიდგინოთ, რომელმაც სამყარო ჯადოსნური ჯოხით შექმნა. მაგრამ ეს ასე არ არის. მან შექმნა ცოცხალი ორგანიზმები, რომ მათ განვითარება შეძლებოდათ, იმ კანონების თანახმად, რომელიც ღმერთმა თითოეულ მათგანს დაუწესა. რადგან მხოლოდ განვითარებით შეიძლება სიმწიფის მიღწევა."
2016, 17 ივლისი, 13:22
პირველად იყო სიტყვა :)))))
მშვენიერი ნამუშევარია ყოჩაღ
2016, 15 ივნისი, 10:46
კარგი იყო..
2016, 14 ივნისი, 15:40
საინტერესოა ქალბატონო.
0 1 8