x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქუჩაზე, მთავარ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა 28 ივნისს, შუადღისას მოხდა. მძიმედ დაშავდა ტრაქტორის მძღოლი, რომელიც შეჯახების შედეგად ამობრუნდა.


თვითმხილველების მიერ შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 62 წლის მამაკაცი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანისას მძიმე იყო და მედიკოსები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებდნენ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.


რომელი მძღოლის ბრალეულობით მოხდა შეჯახება, ან იყო თუ არა რომელიმე მათგანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ამას გამოძიება დაადგენს. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას შს კახეთის მავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

0
292
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0