საზოგადოებრივი ქაშქები - იბერო-კოლხური ტომი 2019, 29 ივნისი, 10:24 ქაშქები მოხსენიებულნი არიან ეგვიპტურ, ასურულ, ხეთურ და სხვა წყაროებში შემდეგი სახელებით: ქასქები, გაშგები, კაშკები, ქაშკები, კაშკაშები, კაშკაიები, კაშკაები, გასაგები, კაშკუები და ასევე ეგვიპტურ იეროგლიფებში როგორც კტკყმ. წერილობითი წყაროები ამ უძველეს ტომს ჯერ კიდევ ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთური, ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურული წყაროები მოიხსენიებენ და აღწერენ მათ, როგორც ძლიერ ხალხს, რომლებიც უხსოვარი ცხოვრობდნენ პონტოს მთებში შავი ზღვის სამხრეთ სანაპირომდე. ისინი ეწეოდნენ ბინადარ ან ნახევრადბინადარ ცხოვრებას. უძველესი წერილობითი წყაროები იმასაც გვამცნობს, რომ ამ უმძლავრესმა ხალხმა - ქაშქებმა ძვ.წ. მე-15 საუკუნეში დარბიეს ხეთების დედაქალაქი ხათუსა. თავად ქაშქების მთავარი ქალაქები კი იყო ხალილა და დუდუსქა. მათი საზოგადოება ე.წ. "სამხედრო დემოკრატიას" წარმოადგენდა. ხეთების სამეფოს განადგურების შემდგომ, ძვ.წ. მე-12 საუკუნიდან ქაშქები მცირე აზიის აღმოსავლეთში განსახლდნენ სხვა დიდი იბერო-კოლხური ტომების თაბალებისა და მუშქების მეზობლად. მკვლევართა აზრით, მომდევნო საუკუნეებში შესაძლოა ქაშქების ერთმა ნაწილმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და სათავე დაუდო იმ ჩერქეზულ ტომს, რომელსაც ძველი ქართული წყაროები მოიხსენიებს როგორც "ქაშაგებს", არაბული წყაროები "ქეშაქს" და ძველი რუსული ტექსტები "კასოგს". ძვ.წ. XIV-XIII საუკუნეების ხეთების მეფეთა წარწერები სავსეა დიდ მეომარ ხალხთან - ქაშქებთან მრავალი ბრძოლის აღწერით, ამ ტექსტებიდან აშკარად ჩანს, რომ ხეთები უხშირესად თავდაცვის რეჟიმში ებრძოდნენ ქაშქებს. აქედანვე ცნობილი ხდება, რომ მეფე ხანთილის დროს ხეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ქალაქი ნერიქი ქაშქებს სასტიკად დაურბევიათ. ხეთების მეფე მურსილი II (მეფობის წლები ძვ.წ. 1321-1295 წწ.) იხსენიებს ქაშქების მეფეს სახელად - ფიხუანია (რომელიც ლაზებში გავრცელებული სახელი იყო). ისტორიული წერილობითი წყაროები ქაშქებს ხეთების დაცემის შემდეგაც მოიხსენიებს. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ.წ. 745-727) ასახელების ქაშქების მის დროინდელ მეფეს, რომელსაც ჰქვია დადიილუ. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე405 1-ს მოსწონს |
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური ენობრივი ოჯახის ხალხის, ჩერქეზების, ადიღეელების, ყაბარდოელების, აფსუების და სხვათა წარმოშობა დღემდე ბურუსით იყო მოცული. ვარაუდობდნენ, რომ ისინი იყვნენ შუა აზიიდან გადმოსახლებულნი, მაგრამ ეს არ დადასტურდა და არ ჰქონდა რეალური დასაყრდენი და მხოლოდ ჰიპოთეზის, ვარაუდის დონით შემოიფარგლებოდა. ასევე ვარაუდობდნენ, რომ ისინი მცირე აზიის ადგილობრივი ხალხის, ხათების შთამომავლობა იყო, თუმცა ხათები ქართველურ სამყაროსთან, კოლხებთან მეტ სიახლოვეს ამჟღავნებენ. ახლახანს მიექცა ყურადღება იმას, რომ ჩერქეზული ხალხების სვანური სახელწოდებაა "ქაშგარ". ბოლო საუკუნეებში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელთა საერთო სვანური სახელწოდება "ქაშგარ" მხოლოდ ყაბარდოელებს შერჩა. სვანურმა ენამ შემოინახა მცირე აზიიდან ქაშქების ჩრდილოეთში გადასახლების პერიოდის უძველესი დასახელება და ამ ენამ შემოინახა ჩერქეზთა ნამდვილი ვინაობა. როგორც ჩანს, ჩერქეზული ხალხები წარმოდგებიან ქაშქებისგან. ქაშქები (Kaskians) იყვნენ ანატოლიელი, მებრძოლი, ძლიერი, არაინდოევროპელი ხალხი.
ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ხეთების მეფეთა წარწერები სავსეა მეომარ ხალხთან - ქასქებთან ბრძოლის აღწერით. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ ხეთები ხშირად თავდაცვის მიზნით ებრძოდნენ ქასქებს. ცნობილია, რომ უკვე მეფე ხანთილის დროს ხეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ქალაქი ნერიქი ქასქებს სასტიკად დაურბევიათ. ხეთების მეფე მურსილი II იხსენიებს ქასქების მეფე ფიხუნიას. ქასქებს მოიხსენიებენ ხეთების დაცემის შემდეგაც. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ. წ. 745-727 წწ.) ასახელებს ქასქების მეფე დადიილუს.