საზოგადოებრივი გუგარები - იბერო-კოლხური ტომი 2019, 29 ივნისი, 5:00
გუგარები, ასევე მოხსენიებული როგორც გოგარები იყო იბერო-კოლხური ტომი, რომელიც მოსახლეობდა მდინარე დებედის ზემო დინების ხეობაში, რომელსაც ძველქართულ და არმენიულ წყაროებში ეწოდებოდა კანგარი. ეს ტერიტორია ამჟამად სომხეთში მდებარეობს. აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი გოგარანი, დღემდე იქ არის სოფელი გუგარქი. გუგარქი მთელ გოგარენეს დაერქვა მას შემდეგ, რაც ის დაპყრობილი იქნა არშაკიდების არმენული დინასტიის მიერ და შეერთებული იქნა არმენიის სამეფოსთვის. თვით არმენიული წყაროები გუგარქებს არასომხურ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ქართველურ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი) ასახელებს. გუგარების პიტიახშს, არშუშას მე-5 საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი უწოდებდნენ ქართლის ან ქართველთა პიტიახშს. გუგარები პირველად ჯერ კიდევ სტრაბონს (ძვ.წ. 64- ახ.წ.24) ჰყავს მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი იბერიული პროვინცია და ტომი. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე411 1-ს მოსწონს
|