სხვა გავა-წელის რადიკულიტი. 2012, 25 ივლისი, 10:13 ეს გავრცელებული პრობლემა იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ დუნდულოზე, ბარძაყზე, წვივზე გადადის. ტკივილის პირუკუ, ქვემოდან ზემოთ გავრცელება შედარებით იშვიათად არის დამახასიათებელი. ტკივილს სიმეტრიული ხასიათი აქვს, თუმცა თუ ხერხემლის ორგანული დაზიანებაა, უპირატესად რომელიმე ერთ კიდურშია გამოხატული ტკივილის ინტენსივობა. სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა გავა-წელის არეში ტკივილს აძლიერებს, გარდა ამისა, შეგრძნებას ამძაფრებს ხველა, ცემინება, თავის დახრა, ჭინთვა.ზურგზე მწოლიარისათვის მუხლის სახსარში მოხრა ბარძაყის წინა ზედაპირზე ტკივილს იწვევს . ტკივილის გამო რადიკულიტიანი ერთგვარად შებოჭილია . წოლა ჯანმრთელ მხარეს ურჩევნია, ხოლო მტკივანი ფეხი მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსარში აქვს მოხრილი. ასეთი ავადმყოფი ცდილობს მდებარეობის შეცვლისას ხერხემლის წელის ნაწილი არ ამოძრაოს, სიარულის დროს კი არ დაეყრდნოს დაზიანებულ ფეხს. 1817 შეფასება არ არის
|