მწვავე მოწამვლა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმზე ქიმიური ნაერთის (შხამის ) ზემოქმედებით, რაც იწვევს მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევას და ქმნის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას .მწვავე მოწამვლა ხასიათდება უეცარი დასაწყისით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების და ქსოვილების ფუნქციების სწრაფი დარღვევით .
შხამი -ტოქსინი ეწოდება ნივთიერებას, რომელიც გარკვეული დოზებით ან კონცეტრაციით იწვევს ორგანიზმის ცხოველქმედების ამა თუ იმ პროცესის დაზიანებას ან დარღვევას, მოწამვლის ( ინტოქსიკაციის ) ან რაიმე პათოლოგიური მდგომარეობის განვითარებას.
უარყოფითი მოქმედების მქონე ნივთიერებებს, რომლებსაც გამოიმუშავებენ სიმსივნური უჯრედები, ინფექციური აგენტები ( ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) და პარაზიტები, ეწოდებათ ტოქსინები.
მოქმედების მხედვით -ჰემატური შხამები, რომლებსაც შეხება აქვთ სისხლთან . ნეიროტოქსიკური შხამი, რომლებიც აზიანებენ ნერვულ სისტემას და თავის ტვინს .
მიოტოქსიკური შხამები -აზიანებენ კუნთებს
ჰემოტოქსინები-აზიანებენ სისხლძარღვებს და იწვევენ სისხლდენას. ჰემოლიზური ტოქსინები -აზიანებენ სისხლის წითელ უჯრედებს (ერითროციტებს)
ნეფროტოქსინები -აზიანებენ თირკმელებს .
კარდიოტოქსინები -აზიანებენ გულს . ნეკროტოქსინები რომლებიც შლიან ქსოვილებს .
არსებობს 500 მეტი ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად იწვევენ მწვავე მოწამვლებს დიდ პროცენტში მომწამვლელი ნივთიერებები ორგანიზმში ხვდება შინაგანი წესით მიღებისას დანარჩენ მცირე პროცენტში კანის გავლით, ჩასუნთქვისას, თვალში მოხვედრისას. სასიკვდილო შედეგს ხშირად იწვევს ნახშირორჟანგი, სპირტები და გლიკოლები, არაორგანული ქიმიური ნივთიერებები, ნახშირწყლაბადები, სარეცხი საწმენდი საშუალებები . მსუბუქი მოწამვლა იწვევს ძლიერ ოფლიანობას, ალებს, მომატებულ აგზნებადობას, ხელების კანკალს, ზომიერი ცხელებას, ცნობიერების დაბინდვას, აგზნებას, წნევის ციფრების მომატებას . გულის აჩქარებას სუნთქვის უკმარისობას, საშუალო სიმძიმე და მძიმე გამოიხატება კომით, კრუნჩხვებით, წნევის ციფრების დაცემით და შოკით .მწვავე მოწამვლის კლინიკური ნიშნების მქონე ყველა დაზარალებული სასწრაფოდ უნდა იყოს ჰოსპიტალიზებული სპეციალიზებულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრში.