x
image
ელენე გუმა
ჯაბა ხუბუა რ2-ის ჟურნალისტს – თამარ, შენ რომ მოგხვდა, ის ტყვია არ კლავს, იცი, რომელი კლავს?…
image
"ასავალ -დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა კოლეგას, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილს მიმართავს.


როგორც ჯაბა წერს, ის ტყვია, რომელიც ჟურნალისტს მოხვდა არ კლავს.


"თამარ ბაღაშვილისა და ნამდვილი ტყვიის შესახებ

თამარ ბაღაშვილი, ეგ ტყვია, შენ რომ მოგხვდა, არ კლავს, ძვირფასო! ეგ ტყვია 2011 წლის 26 მაისს ჩემ კოლეგას და მეგობარს, მაშინ “ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს ბექა სივსივაძეს 30 ერთად ესროლა შენ რომ რეჟიმს ემსახურებოდი, იმან. მთელი სხეული დაფლეთილი ჰქონდა. ასევე გიორგი მამაცაშვილსაც. სხვათაშორის, მაშინ არც შენ და არც შენი არხის რომელიმე წარმომადგენლს 30-წამიანი სიუჟეტიც არ მიგიძღვნიათ რეზინის ტყვიებით დახვრეტილი ჟურნალისტებისათვის.
თამარ, ძვირფასო, ტყვია, იცი, რომელი კლავს? გურამ შარაძეს რომ ესროლა შენმა მშობლიურმა რეჟიმმა, ის!
ტყვია, იცი, რომელი კლავს? ხელებაწეულ ბუტა რობაქიძეს რომ ესროლა, გიორგი გამცემლიძეს რომ ესროლა, ზურა ვაზაგაშვილს რომ ესროლა, გია კრიალაშვილს რომ ესროლა შენი სათაყვანებელი მერაბიშვილის პოლიციამ, ის!
კიდევ, იცი, რომელი ტყვია კლავს, თამარ? როინ შავაძეს რომ ესროლა შენმა ჯილა რეჟიმმა, ის. კიდევ, იცი, რომელი? შენი ტელევიზიის მიერ გმირად შერაცხილმა რომან შამათავამ შუა ზღვაში, კატერზე შუბლი რომ გაუხვრიტა დათო ცინდელიანს და პაატა ქარდავას, ის ტყვია კლავს, ჩემო კარგო! კიდევ, იცი, რომელი ტყვია კლავს? ნავთლუღში აჭარელ ახალგაზრდა ბიჭებს რომ დაახალა და მერე საკონტროლოც რომ მიაყოლა დათა ახალაიამ, ის. თამარ-ქალო, “რ-2"-ის თვალო, ასეა ეს და გახარია სისხლიან ჯალათად რომ გამოაცხადო, როგორც მინიმუმ, ნამდვილი სისხლიანი ჯალათების პარტიულ ტელევიზიაში არ უნდა მუშაობდე. გისურვებ, მალე მოგეშუშებინოს იმ ტყვიით მიყენებული ჭრილობა, რომელიც არ კლავს, თუმცა კი, ჩემი ქვეყანა კიდევ კარგა ხანს ვერ მოირჩენს იმ ჭრილობებს, რომლითაც შენი ლეტალური ტელევიზია ფლეთს მის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ სხეულს."- წერს ხუბუა.



20 ივნისის ღამეს პარლამენტის წი მიმდინარე აქციის დაშლის დროს დაშავებულთა შეორის ერთ-ერ ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი იყო, რომელსაც რეზინის ტყვიამ ხელი დაუზიანა.

0
2843
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2843
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0