საზოგადოებრივი დვალები - იბერო-კოლხური ტომი 2019, 28 ივნისი, 5:19 ანტიკურ წყაროებში დვალები ახ.წ. I საუკუნიდან მოიხსენიებიან და იწოდებიან როგორც თალი, ვალი ან უიალი. (რ. თოფჩიშვილი, 2002, გვ. 62). ისინი სახლობდნენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ისტორიულ ქართულ კუთხეში - დვალეთში და დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში. ძველი ქართული წყაროებისა და თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილის მიხედვით დვალები ქართველები იყვნენ ზოგი მათ არასწორად მიიჩნევდა ნახებად, მაგრამ გენეტიკური კვლევა აშკარად მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ქართველური, კერძოდ დასავლეთ ქართველური ხალხი G2a ჰაპლოჯგუფით, რაც შეეხება ვაინახევს, მათი უდიდესი უმრავლესობა J2-ის მატარებელია. G2a სწორედ დვალებთან ასიმილაციის შემდგომ გავრცელდა ამ რეგიონში ჩრდილოეთიდან მე-13 საუკუნეში შემოსულ ალანებში და დღესდღეობით ოსების დაახლოებით 85% ამ ჰაპლოჯგუფს ატარებს. დვალები ანთროპოლოგიურად ახლოს იდგენენ როგორც რაჭველებთან, ასევე სვანებთან. დვალეთში, დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მონღოლთა შემოსევების გამო მოხდა ალანურ-ოსური მოსახლეობის შემოსვლა, ვინაიდან ჩრდილოეთიდან ოსები სასტიკად შეავიწროეს და ამოჟლიტეს მონღოლებმა, რის მერეც ისინი იძულებულნი გახდნენ დვალეთში შემოსულიყვნენ. რაც შეეხება ვაინახებს, მათი უდიდესი უმრავლესობა J2-ის მატარებელნი არიან. დვალების ენა თავიდან ზანური ტიპის გახლდათ და არა აღმოსავლურ ქართველური, მაგრამ იქ ქრისტიანობის შესვლასთან ერთად მყარდებოდა ქართული ენა. მე-6 საუკუნიდან მოყოლებული დვალებში ქრისტიანი მისიონერები ავრცელებდნენ ქრისტიანობას. დვალები გადმოდიოდნენ ხოლმე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე და მათი შერევა ხდებოდა რაჭველებთან, ქართლელებთან და იმერლებთან, დვალების უმეტესობა კი საბოლოოდ ასიმილიარდა ოსებთან და ეს პროცესი მე-18 საუკუნის დასაწყისში დასრულდა. დვალებმა არსებობა შეწყვიტეს და გაოსდნენ. დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო, შედიოდა ჯერ ქართლის სამეფოს, ბოლოს ქართლ-კახეტის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ 1801 წელს, ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ დვალეთიც ბუნებრივად შეიერთა რუსეთმა. 1868 წელს კი საბოლოოდ ჩამოაშორა ტფილისის გუბერნიას და "ჩრდილოეთ ოსეთის" ავტონომიურ რესპუბლიკას მიაკუთვნა. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე1528 2-ს მოსწონს |
როლანდ თოფჩიშვილის და სხვათა კვლევებიც ცხადყოფს, რომ დვალები ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც სხვა ქართველი მთიელები, გვარები ჰქონდათ "ურ" სუფიქსიანი. მონოგრაფიაში აღწერილია, რომ აუარებელი ტოპონიმები დვალეთში ქართულია. მე-16 საუკუნიდან დვალეთში მოხდა ოსების შენოსახლება და ადგილზე დარჩენილი მცირერიცხოვანი ქართველების (ჩოჩოური, გერგაული, ქესაური, ხრეხეული, თვაური/თავაური, თედელური, ხადური, ფუხაური, ხეთერელი, გუდიაური, ხაჩიური, ჩიფჩიური, ბეღელური, ფარუხაული, გერკეული, ხეთაგური, ბიბილური, ბიგანი და სხვების) გაოსება. ოსებმა დვალეთში შემოჭრა ბრძოლით მოახერხეს. იმ დროს დვალების ძირითადი ნაწილი შავი ჭირისაგან ამოწყვეტილი ან შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭაში იყო გადასახლებული.
პატარა შესწორებები.
დვალების სახელი (დასახელება) ძველად იყო ამგვარი – თუალ, თვალ და დვალ ეს სიტყვა უნდა მომდინარეობდეს სიტყვა რვალიდან ისევე როგორც ხალიბების სახელი მომდინარეობს ხალიბიდან. ეს ორივე სიტყვა მეტალურგიის აღმნიშვნელია და 99%, დვალები არინ ძველი ხალიბების შთამომავლები, რომელბიც ერთნაირად აწრთობდნენ რკინას. ხალიბები ამ ტერიტორიაზე უნდა გადმოსულიყვნენ მითრიდატე პონტოელის რომთან ომში დამარცხების შემდეგ. ამასვე ამყარებს ის ფაქტი რომ ტაო–კლარჯეთის და დვალეთის ბევრი ადგილდასახელებები (ტოპონიმები) ერთმანეთს გავს ან ერთია. ასევე დვალების განშტოებებია ირონები და დიგორები რომლებიც დღეს შეცდომით „ოსებად“ არიან მიჩნეულნი. როგორც ხალიბი, ისე რვალი და ისე ირონი ეს სიტყვები დღესაც კი მეტალურგიის ძირთან არის დაკავშირებული სხვადასხვა ენებში და ეს სიტყვები ქართველური ენიდან იქნა გასული. დვალებს ანუ თვალებს, ირონებს და დიგორებს არანაირი კავშირი არ აქვთ „ოსებთან“ არც ეტიმოლოგიურად და არც გენეტიკურად.
დვალეთს უწინ ზემო ქართლი ერქვა რომელიც რამდენიომე წყაროში კიდევ არის შემორჩენილი. აქ შემოსული ინდოევროპული ხალხები ვერ ახერხებდნენ ამ ტერიტოიაზე მცხოვრები ქართველების დამორჩილებას და დვალეთი ავად თუ კარგად ქართული მოსახლეობით საქართველოში არსებობას განაგრძობდა. საბოლოოდ ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა რუსების მიერ, როდესაც ეგრეთწოდებული „ოსები“ „გაათავადეს“ და დვალობა გლეხის დონედ დაიყვანეს. თუ არ „გაოსდებოდი“ (ანუ ოსურ ენას თუ არ ისწავლიდი და იტყოდი ოსი ვარო) იქნებოდი სასიკვდილოდ განწირული მშიერი მონა. ამიტო ხალხმა გვარები გადაიკეთა, თუმცა დღესაც კი „ოსური“ გვარების უმეტესობას ქართული სიტყვის ფუძეები აქვთ (ამის შესახებ ვრცლად წერს ანანია ჯაფარიძე). ანუ დღესაც შეგვიძლია მარტივად, მთელი გვარების და მატი მოდგმის ქართველად ცნობა. ასევე დღესაც კი „ოსეთში“ ანუ დვალეთში 12 000 ზე მეტი თვითიდენთიფიცირებული (მეხსიერება შერჩენილი) ქართველი ცხოვრობს და ისინი არ მალავენ ქართველობას, უბრალოდ ლაპარაკობენ „ოსურად“, რუსულად და უმეტესობა ქართულადაც. რაც შეეხება მთლიან „ოსეთში“ მცხოვრებ ხალხს მათი 82% (გენეტიკურად დადასტურებული) არის ქართველი ხალხი, უბრალოდ ტვინი გამოურეცხეს და ისტორია უკუღმა ასწავლეს.
ასევე დვალების ასიმილაციასთან დაკავშირებით – დვალების უმრავლესობა ადგილზე დარჩა და დღესაც იქ ცხოვრობს, უბრალოდ არ იცის ვინ არის. ხოლო ნაწილი (მცირე) მოსახლეობისა ძირითადად ფშავში და ხევსურეთში გადმოსახლდა ანუ მაშინდელი ფხოვის ტერიტორიაზე.
მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ არის ის რომ ჩვენსა და „ოსებს“ შორის ომი არის ქართველებს შორის ომი და მეტი არაფერი (ქართველი ქართველს კლავს მტრის გასახარად). უნდა მოვახერხოთ რომ იქ მცხოვრებ ქართველებს (დვალებს) აღვუდგინოთ მეხსიერება და როდესაც დავიბრუნებთ ამ კუთხეს ის მთლიანად უნდა მოექცეს ქართულ სივრცეში (იქ არანაირი ეთნიკური უმცირესობები არ ცხოვრობენ). ამასვე ამტკიცებს ვახუშტი ბატონიშვილის მოგზაურობის ჩანაწერებიც, როდესაც მან დვალეთი მოიარა და ამბობს რომ ვერცერთი „ოსი“ ვერ ნახა – „აქ მხოლოდ ქართველები (დვალები) ცხოვრობენო“.