საზოგადოებრივი ჩერქეზების წარმომავლობა 2019, 27 ივნისი, 22:34 45 ათასი წლის წინ აფრიკიდან აზიაში გადმოსული კავკასოიდურ რასად ახლადჩამოყალიბებული ჰომო საპიენსი, რომელიც სულ თავიდან დაახლოებით ახლო აღმოსავლეთის და სირია-ლევანტის ტერიტორიაზე მოსახლეობდა ორად გაიყო, ერთი ნაწილი წავიდა მცირე აზიის გავლით დასავლეთ ევროპისკენ და დაასახლა მთელი ევროპა გარდა დღევანდელი სლავური მიწებისა, ხოლო მეორე ნაწილი სწორედ 450 საუკუნის წინ დასახლდა სამხრეთ კავკასიის მთელ ტერიტორიაზე, მოგვიანებით უკვე ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მცირე აზიაში ანუ ანატოლიაში (დღევანდელ თურქეთში) და სირია-ლევანტში. ამ ტერიტორიებზე მათ ჩამოაყალიბეს მოსახლეობა, რომელსაც მეცნიერება დღეს უწოდებს "კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს", რომელთაც შემდგომ პერიოდში მიიღეს დიდი მონაწილეობა ინდო-ევროპელი ხალხების ფორმირებაში (მე-4 დიდი ტალღა) ჩრდილოეთით მიგრაციის შედეგად იამნაიას კულტურაში, პარალელურად კი მხოლოდ კავკასიის ტერიტორიაზე, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილო კავკასიაში ჩამოაყალიბეს 10 კავკასიური პროტოცივილიზაცია ანუ ნეოლითური (ახალი ქვის ხანის) კულტურა. სწორედ იბერო-კავკასიელებში ჩამოყალიბდა ჰაპლოჯგუფები: G, J და მათი ვარიაციები და შემდგომ გაიბნა მთელ მსიფლიოში. კავკასია ხომ ოდითგანვე ევრაზიის გულში მდებარე ტომთა, ეთნოსთა დიდი მშობელი და გამფანტავი რეგიონი იყო. კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა შემდგომში ჩამოაყალიბეს იბერო-კავკასიელები. ვინ არიან იბერო-კავკასიელები (ან უბრალოდ კავკასიელები, მაგრამ კარგი იქნება უფრო გასაგები რომ იყოს მოვიხსენიოთ იბერო-კავკასიელებად, რომ არ აგვერიოს კავკასოიდურ რასაში, რომელიც ბევრად უფრო დიდი ცნებაა)? ამ მოდგმაში და ამ ტერმინში შედის ყველა ის უძველესი და დღეს არსებული ეთნოსი, რომელიც არის თეთრკანიანი (უფრო ზუსტად კავკასოიდი) და არ შედის არც ინდო-ევროპელებში, არც აფრაზიელებში (სემიტებში, დრავიდებში, ქუშიტებში, ჩადელებში) და არც თურქულ-ალთაურ ხალხთა დიდ ოჯახებში. იბერო-კავკასიელებში შედიოდა ასობით ტომი პრეისტორიულ ხანაში, რომელთა ასიმილაციის და გადასახლებათა შედეგად ჩამოყალიბდა დღევანდელი ძირძველი კავკასიელი ხალხები, როგორებიცაა: 1) იბერო-კოლხები ანუ ქართველები (იბერები, სვანები, ლაზები, მეგრელები). 2) ნახ-დაღესტნელები (ჩეჩნები, ინგუშები, ბაცბები, ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენებზე მოლაპარაკენი, დარგუულ ენებზე მოლაპარაკენი, ლაკები, ლეზგები, ხინალუღები და ა.შ.). 3) აფსუა-ადიღეველები (აფსუები, ადიღეველები, უბიხები). აფსუა-ადიღეველთა ფორმირება მიმდინარეობდა სწორედ ამ მთელი პერიოდის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში კერძოდ დღევადელი სომხეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, ლორეში, ასევე ჩრდლოეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიული ჭარ-ბელაქანის და ჰერეტის ტერიტორიებზე გავრცელებულ ერთ-ერთ კავკასიურ ნეოლითურ კულტურაში, რომელსაც დღეს ეწოდება "ლეილა-თეფეს კულტურა", მაგრამ ეს ხალხი იყო ერთიანი იბერო-კავკასური მოდგმის ნაწილი და მაშინ არ იყო მათი ენა ჩამოყალიბებული ცალკე ქვეოჯახად (აფსუა-ადიღეურად). ცალკე ქვეოჯახად ამ ენის ჩამოყალიბება მოხდა მას შემდეგ, რაც ლეილა-თეფეს კულტურა დასრულდა, ვინაიდან ეს ხალხი აიყარა და გადასახლდა ჩრდილოეთ კავკასიაში, დღევანდელი ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიებზე. სადაც მათ ჩამოაყალიბეს ახალი კავკასიური პროტოცივილიზაცია - მაიკოპის კულტურა, რომელიც გამოირჩევა დოლმენების აგებით, რომელთა დანიშნულება დღემდე სადავოა მკვლევართა შორის. ამ კულტურას დიდი კავშირი ჰქონდა ათეულობით უძველესი დასავლეთ ქართველური ტომისგან შექმნილ დიდ "კოლხურ კულტურასთან". სწორედ მაიკოპის კულტურაში დაიწყო ჩამოყალიბება ცალკე ენობრივ ქვეოჯახად ადიღეურმა (ჩერქეზულმა) ენებმა. ამ ხალხმა შემდგომში ჩამოაყალიბა პირველი ჩვენთვის ცნობილი ადიღური მოდგმის ტომები, რომელთაც ძველი ბერძნები მოიხსენიებენ თავიანთ წერილობით წყაროებში, ესენია: ზიხები, იგივე ჯიქები, მეოტები, კერკეტები და აბაზგებიც, რომლებიც კოლხურ-ადიღეური შერეული ტომი გახლდათ. დღესდღეობით ამ ტომთა შთამომავლები საკუთარ თავს უწოდებენ ადიღებს, ან ადიღეველებს, ასევე ცნობილნი არიან სხვადასხვა ენაში როგორც კირკასიელები ან ჩერქეზები. კავკასიური ენების დიდი ოჯახის ადიღეურ ენობრივ ქვეოჯახს მიეკუთვნებიან ასევე აფსუები. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე633 1-ს მოსწონს
|