ასტროლოგია ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი მეორე ნახევარს არ ეძებს - ნახეთ, ხართ თუ არა სიაში 2019, 27 ივნისი, 12:06 ბევრი ადამიანი ლამის ცხოვრების დასაწყისიდანვე ეძებს თავის მეორე ნახევარს. ზოგიერთი ამისთვის ექსტრანსესებთან დადიან, იხდიან ფულს და არკვევენ როდის იპოვიან ცხოვრების თანამგზავრს. ზოგი ონლაინ გაცნობის საიტებზე რეგისტრირდება, რათა დააჩქაროს ეს პროცესი. თუმცა არსებობენ ზოდიქაოს ნიშნბეი, რომლებიც ასეთ ძიებაზე დროსა და ენერგიას არ ხარჯავენ. უბრალოდ, იციან, რომ, როცა დრო დადგება, სასურველ ადამიანს შეხვდებიან... მშვილდოსანი მშვილდოსანი ველური სულით იბადება, რომლის მოთვინიერება შეუძლებელია. მას უყვარს მოგზაურობა, მრავალფეროვნება, ადრენალინი და სწავლა. მას მთელი სამყაროს ნახვა სურს, მისი ყოველი ნაწილის. მას სურს, იცოდეს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. მათი ყველაზე უდიდესი ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობაა. მშვილდოსნის დანიშნულებაა არა ვიღაც, არამედ სადღაც. ისინი მზად არიან, შეხვდნენ „იმ ერთადერთს“, მაგრამ ამისთვის მის ძებნას არ აპირებენ. რაც უნდა მოხდეს, იმას ვერ აიცდენ. თუ ვერ ნახავს მეორე ნახევარს, არც იდარდებს - დედამიწაზე გამოუკვლევი კიდევ ბევრი ადგილია, სადაც მას მოუთმენლად ელიან. მერწყული მერწყული ბრბოში იშვიათად გაერევა. მათ ეს არც სურთ. მათთვის სულერთია, უცნაურად გამოიყურებიან სხვების თვალში თუ არა. მათ ხომ თავიანთი განსაკუთრებული გზა აქვთ. ამიტომაც ისინი სულაც არ ეძებენ იმას, ვინც მათ პაზლივით მოერგებათ. მათ კომპრომისზე წასვლას ურჩევნიათ, თავისუფლები იყვნენ. ვერძი ვერძს მთელი სამყაროს დაპყრობა სურს. მათ გულში ცეცხლი ღვივის და ამის გამო ყველაფერი, რასაც კი შეეხებიან, უნდა აალდეს. როცა ვერძები ხედავენ შესაძლებლობას, იმას იყენებენ. ამასთანავე, ვინმეს გარეშე მათ თავი არასრულფასოვნად არ მიაჩნიათ. ვერძს ისეთი მეორე ნახევარი სურს, რომელიც მის შეცვლას არ შეეცდება, ასეთის ძებნას კი ბევრი დრო მიაქვს, რისი დაკარგვაც ვერძს არ სურს. 309 1-ს მოსწონს
|