განცხადებაში მილოვი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოსთვის დაბრუნების აუცილებობაზე საუბრობს.
"ამდენ მილიონ რუსშიც არსებობს რამდენიმე პროგრესული ადამიანი და აუცილებლად დადგება სხვანაირი ურთიერთობების დრო, მაგრამ ვაი რომ ვშიშობ, ეს დრო რომ მოვა, ქართველებმა არ თქვან უარი ამ საჩუქარზე.
და სანამ ამის დრო დადგება, ვისაც არ ესმის, ახალგაზრდებმა რა გააკეთეს თავისი პროტესტით საქართველოსთვის, ეცადოს, გაიაზროს. გავრილოვის ჩასკუპებით, არა 20%, არამედ 100% საქართველოს მიწაზე რუსეთის ძალაუფლების დემონსტრაციის დაკანონება მოშალეს. დასაცავია დამოუკიდებლობა, სანამ პროგრესული ხალხის და პოლიტიკის დრო მოვა რუსეთშიც და საქართველოშიც. უპატიებელია, რომ ამ ბრძოლაში მიღძუებულმა და აშმორებულმა, მოღალატე საქართველომ უკვე მერამდენედ, საკუთარი მომავალი, შვილების თაობა დაასისხლიანა.
შვილების, რომლებსაც ეს ერთი მუჭა მიწა თავის სახლად უნდათ შეინარჩუნონ. დანარჩენი მსჯელობები და კამათები, ნაცი-ქოცი და სხვა ბანძობები, მთავარის არგააზრება, უნიჭო და უღირსი თეატრით ხალხის გაბრუება და ხალხის ამაზე აყოლა, ცნობიერებაში განმტკიცებული სიმახინჯის ნაკვალევია."- წერს ფანჯიკიძე.
“ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება” –ეს განცხადება რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა “დემოკრატიული არჩევანის” დამფუძნებელმა ვლადიმერ მილოვმა გადაცემა პანორამაში გაავრცელა
მისი თქმით, მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არასდროს უღიარებია.