საზოგადოებრივი მაკროპოგენები - კოლხური ტომი 2019, 27 ივნისი, 2:43 მაკროპოგენები, იგივე სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ ძველბერძნულიდან "გრძელწვეროსანნი" იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი, რომელსაც ეს სახელი ძველმა ბერძენმა მოგზაურებმა და ისტორიკოსებმა შეარქვეს მათი გარეგნობის გარმოჩეული შტრიხის - საკმაოდ დიდი წვერის გამო, რომელსაც შესაძლოა მამაკაცები პაგანურ-რელიგიური ან სხვა წესჩვეულების გამო ატარებდნენ და ასევე სხვა კოლხურ ტომთაგან განსხავევებული დიალექტის გამო. თითქმის ყველა იბერო-კოლხურ ტომს ერთმანეთისგან განსხვავებული დიალექტი ჰქონდა, როგორც ახლა აქვთ მაგალითად გურულებს და აჭარლებს. კოლხური ტომები დანამდვილებით ვიცით, რომ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მინიმუმ მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე თერმე-ჩაის შესართავამდე. (თ. ყაუხჩიშვილი). მაკროპოგენები ან სვანური ტომია, ან კოლხური, ანდაც შესაძლოა მათი ნარევი. მათ შესახებ სტრაბონი (ძვ.წ.64 - ახ.წ. 24 წწ.) თავის ნაშრომში "გეოგრაფია" წერს: "პონტოს სანაპიროზე ცხოვრობენ აქეელები (ადიღეური ტომი), ზიგები (იგივე ჯიქები, ზიხები, ესენიც ადიღეური, ან კოლხურ-ადიღეური ტომი იყო), ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები. მათ სამხრეთით კი მდებარეობს ფთიროფაგების ხეობა." კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე298 1-ს მოსწონს
|