x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფთიროფაგები - კოლხური ტომი

ფთიროფაგები


ფთიროფაგები, იგივე სიტყვა სიტყვით რომ ვთარგმნოთ ძველბერძნულიდან "გირჩისმჭამელნი" იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი, რომელსაც ეს სახელი ძველმა ბერძენმა მოგზაურებმა და ისტორიკოსებმა შეარქვეს მათი კვების რაციონის ერთ-ერთი უცნაური ინგრედიენტის - გირჩის გამო. კოლხური ტომები დანამდვილებით ვიცით, რომ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მინიმუმ მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე თერმე-ჩაის შესართავამდე. (თ. ყაუხჩიშვილი). ფთიროფაგები ან სვანური ტომია, ან კოლხური, ანდაც შესაძლოა მათი ნარევი. სტრაბონი მათ სკვითურ ტომს უწოდებს, გამორიცხული ნამდვილად არაა, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან ძველბერძნები ხშირად მთელ კოლხებსაც კი შეცდომით სკვითებს უწოდებდნენ, ზოგი კი ეგვიპტელებს, მაგრამ სინამდვილეში კოლხები და ყოველი კოლხეთში მცხოვრები ტომი ადგილობრივი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან იყვნენ ჩამოყალიბებულნი, რასაც ამტკიცებს კიდეც გენეტიკური კვლევები. მათ შესახებ სტრაბონი (ძვ.წ.64 - ახ.წ. 24 წწ.) წერს: "პონტოს სანაპიროზე ცხოვრობენ აქეელები, ზიგები (იგივე ჯიქები, ზიხები), ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები (რაც გრძელწვეროსანს ნიშნავს). მათ სამხრეთით კი მდებარეობს ფთიროფაგების ხეობა. ფთიროფაგებს კოლხეთის ტომებში ასახელებენ მითრიდატეს ისტორიკოსებიც.




კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
210
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0