ბიოგრაფია მონაწილეობა მიიღო 53 სამხედრო ოპერაციაში, გადაარჩინა 12 ადამიანი - ლეგენდა პენსიაზე გავიდა! 2019, 27 ივნისი, 10:33 2017 წელს მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ძალიან ბევრის გადარჩენაც მოხერხდა. გადარჩენის ოპერაციებში, ადამიანების გვერდით მონაწილეობას იღებდა გმირი ძაღლი სახელად "ფრიდა". მექსიკის საზღვაო ძალებმა და სამაშველო ძაღლების განყოფილებამ ლეგენდარულ ფრიდას დამშვიდების ცერემონიალი მოუწყო. ფრიდა ოქროს ლაბრადორის ჯიშის წარმომადგენელია. ფრიდამ სამხედრო კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 53 სამაშველო ოპერაციაში. აქედან განსაკუთრებული სირთულისა იყო ჰაიტის, ეკვადორის და გვატემალას სამაშველო ოპერაციები. ამ რთული ოპერაციების დროს ფრიდამ 12 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო 40 მიცვალებულის პოვნაში საზღვაო ძალებს დიდი დახმარება გაუწია. მექსიკის საზღვაო ძალების მინისტრის მოადგილე : "მისი დაყეფება ჩვენთვის დიდ იმედს ნიშნავდა. მან ბევრ ადამიანზე მეტი გააკეთა..." ფრიდამ მსოფლიო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა 2017 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს. მან სპეციალური ნიღაბით სკოლის ნანგრევებში ათობით გადარჩენილი იპოვა. მას შემდეგ, მას მექსიკაში გმირად მოიხსენიებენ. დღეს ფრიდა 10 წლისაა. მას აღარ მოუწევს სპეციალური ნიღაბის ტარება, პირიქით მას საშუალება მიეცემა დატკბეს დარჩენილი ცხოვრებით. საზღვაო ძალების ოფიცრებმა ფრიდას უამრავი სათამაშო აჩუქეს და იმედოვნებენ, რომ ყურადღებას თამაშსა და გართობაზე გადაიტანს. მინისტრი: "ფრიდამ ამაყად შეასრულა მისია და მე მისით ვამაყობ. ის ლეგენდად დარჩება მექსიკის საზღვაო ძალების ისტორიაში". სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< არ გამოგრჩეთ >>>>>კარგია, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ამ ქვეყანაში! უცნაური, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ძლიერ სასარგებლო რჩევები ახალგაზრდა მიმტანმა ქალბატონი გაამხიარულა... რა იმოქმედა მეორე დღეს ამ ქალბატონის ქალიშვილმა? 8 საოცარი ადგილი დედამიწაზე, სადაც ნიუტონის კანონი არ მოქმედებს! პოლიციამ ქალბატონის სახლი გაჩხრიკა, ხოლო როდესაც მაცივარი შეამოწმეს... 259 9-ს მოსწონს
|