x
image
alex999
89 წლის მილიარდერზე დაქორწინებული ახალგაზრდა გოგონას ტრაგიკული ისტორია

image

აშშ-ში ბოლო 30 წელია ისევ აქტიურია ანას ისტორია, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა. უყვარდა თუ არა მოხუცი რეალურად მას? თუ უბრალოდ ქონებისთვის დაქორწინდა დღემდე კითხვის ნიშნების ქვეშ რჩება, თუმცა ისტორიამ მოიარა მთელი მსოფლიო და დროა ჩვენც გავიგოთ ამის შესახებ...


ანა დაიბადა 1967 წელს აშშ-ს ტეხასის შტატში. გაიზარდა ღარიბ ოჯახში, თუმცა მისი სილამაზე ყოველთვის ყურადღებას იპყრობდა. გოგონამ ადრეულ ასაკში განათლების მიღება ვერ შეძლო და 17 წლის ასაკში გათხოვდა, ერთ წელიწადში ის უკვე ფეხმძიმედ იყო... როდესაც ბავშვი 2 წლის გახდა, ანამ მეუღლესთან შეთანხმებით განშორება გადაწყვიტა, მას არ სურდა სიღარიბეში ცხოვრება, თუმცა ვინაიდან განათლებაც არ გააჩნდა, მხოლოდ საკუთარი სილამაზით თუ მიაღწევდა წარმატებას. ასეც მოხდა... 19 წლის ასაკში ანამ მუშაობა დაიწყო ადგილობრივ სტრიპტიზ-კლუბში. იქირავა სახლი, ღამით კლუბში ცეკვავდა, ხოლო დღისით 3 წლის პატარას უვლიდა, ასე გრძლედებოდა 7 წელი, სანამ საბედისწერო საღამო არ დადგებოდა. ამ ღამეს ანას სილამაზით მოიხიბლა ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ჰოვარდ მარშალი, ალბათ ამას ერქვა ზუსტად ერთი ნახვით შეყვარება. ერთადერთი პრობლემა რაც კი მათ ურთიერთობას ხელს უშლიდა, იყო მარშალის ასაკი... ის 89 წლის იყო, თუმცა ვერაფერმა შეუშალა წყვილს ხელი, ისინი დაქროწინა.


image





ანამ ოცნება აიხდინა, ცხოვრობდა მდიდრულ ვილაში და ყველაფერი ჰქონდა რასაც კი თავად ისურვებდა, თუმცა ეს ბედნიერება მხოლოდ 1 წლით გაგრძელდა... ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მილიარდერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ქმრის სიკვდილი გაეხარდა თუ ეწყინა ანას დღემდე უცნობია, რადგან გარდაცვლილ მეუღლეს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება დარჩა. ანას რათქმაუნდა ქონების ხელში ჩაგდება სურდა, თუმცა ძლიერი მეთოქეები ჰყავდა, მარშალის შვილები, რომლებიც სხვადასხვა ცოლებისგან ჰყავდა, ქონების გასანაწილებლად ძლიერად აქტიურობდნენ. ასე დაიწყო მრავალწლიანი სასამართლო მილიარდერის ქონების დასაპყრობად. ანაზე იწერებოდა გაზეთებში, ტელევიზიასა და რადიოშიც აცხადებდნენ მის ამბებს... ბოლოს ჰოლივუდამდეც მიაღწია და მალევე playboy - ის გარეკანზეც მოხვდა. მაგრამ ის ნელ-ნელა თავის იდეალურ სილამაზეს კარგავდა...


image





როგორც იქნა, წლების შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. ქონება გადაუნაწილა მემკვიდრეებს და ანა ნიკოლს 88, 5 მილიონი დოლარი შეხვდა წილად. ამავე პერიოდებში, ანას რომანი ჰქონდა თავის ადვოკატთან, რომლისგანაც ქალიშვილი ეყოლა. მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ, ანას დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, მას 3 წლის ვაჟიშვილი დაეღუპა. ამ მოვლენის შემდეგ, ანას აღარც ქონება და აღარც სიყვარული ახსოვდა... დეპრესიამ იგი ძლიერად მოიცვა და ერთი წლის შემდეგ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ჭორების თანახმად, ის და მისი ვაჟი ადვოკატმა მოკლა, რომელიც ანას საყვარლობდა, რათა ქონება მას ჩაეგდო ხელში, თუმცა ყველაფერი ჭორის დონეზე დარჩა და გამოძიებაც არ დაწყებულა.


იყო თუ არა ანა ქონებაზე მონადირე? თუ მას ნამდვილად შეუყვარდა თავისზე 63 წლით უფროსი მამაკაცი, ამ საკითხზე დღემდე დაობენ აშშ-ს მოქალაქეები. 2018 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში 3000 -ზე მეტი პასუხი იქნა მიღებული, აქედან 2100 -ის მტკიცებით ანას მხოლოდ სიმდიდრე აინტერესებდა, ხოლო დანარჩენების აზრით ანა იყო უჭკუო გოგონა, რომელსაც ყოველთვის საკუთარი უაზრო ამბიციები გააჩნდა. და თქვენ რას ფიქრობთ?


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



მამაკაცმა 500 დოლარად შეიძინა საწყობი, მაგრამ მისი იღბალი ამით არ დასრულებულა...

image





5 დაუჯერებელი გაქცევა ციხიდან, რომელიც ისტორიას არასოდეს დაავიწყდება

image




ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( V ნაწილი)


image




რა შეუძვრა ქალს თვალში?... ექიმებს სულ სხვა რამ ეგონათ...

image




მოემზადეთ განათლებისთვის : თანამედროვე ტექნიკით გადაღებული 39 საოცარი ფოტო

image




გინესის რეკორდებში შესული 5 ცხოველი

image




გოგონა გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს... რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია!

image

0
5736
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
5736
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0