x
image
მაკუნა
Mediator image
რატომ იკლო ქორწილებმა საქართველოში?
imageრიტუალებს საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა . პომპეზური ქორწილიც ქართველებისათვის ერთე-ერთი ტრადიციული დაყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. მიუხედავად საჯარო რეესტრის სტატისტიკისა, რომლის მიხედვითაც ქორწინების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად 10 % ით იზრდება. როგორც ჩანს ტრადიციული ქორწილის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, რაც საქორწინო კაბების გაყიდვებზეც აისახა. ეს ერთ დროს რესპექტაბელური ბიზნესი, წლევანდელ სეზონზე ჩავარდნის პირასაა.
თეო რთველიაშვილი უკვე რამდენიმე წელია საქორწინო კაბების ბიზნესშია, გამორჩეული დიზაინის წყალობით მისი კაბები ყოველთვის მოთხოვნადი იყო, რასაც წლევანდელ სეზონზე ნამდვილად ვერ ვიტყვით


თეო რთვეელიაშვილი:


– ასეთი ცუდი სეზონი რაც ამ სფეროში ვარ ჯერ არ ყოფილა. აღმაშენებელის გამზირზეა ძირითადად საქორწინო კაბების მაღაზიები, ამიტომ ერთგან თუ შედის ყველგან ნახულობს ვინცაა დაინტერესებული. ფიზიკურად არ შემოდის პოტენციური კლიენტების დიდი რაოდენობა.


გამოდის რომ ქართვერლები ნაკლებად ქორწინდებიან ვიდრე წინა წლებში? თუ მოდიდან გადავიდა ქორწილები?



– შეიძლება დაქორწინების რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ქორწილების რაოდენობაშემცირდა, ბევრ ადამიანს აღარ აქვს საშუალება ქორწილის გადახდის, თან ჩვენთან ხომ ყველაფერი გადაჭარბებულადაა, თუ 300 კაცი არაა ქორწილში რა ქორწილია, ამიტომ ბევრი წყვილი საერთოდ უარს ამბობს ამ ცერემონიაზე. არადა მართლაც გამორჩეული დღესასწაული უნდა იყოს ყველა წყვილისათვის ეს დღე. მოდიდან არ გადავიდა, ვინც ამას ამბობს ის გულს არ იწყვეტს, ან უფრო პრაქტიკულად უყურებს საქორწინო თანხას სხვა რამეში იყენებს, ზოგი წყვილი მოგზაურობას არჩევს, რომელიც გაცილებით იაფი უჯდება.


– შესაძლოა გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს ქართული ბაზარი და ამიტომაც იკლო მომხმარებელმა..


– ყველანაირი გემოვნების ადამიანს ვთავაზობთ არჩევანს. მიხედავად ამისა, ვისაც ფული აქვს მოდური გახდა ბრენდების კაბების გამოწერა, ამიტომ 5000-1000 ათას დოლარსაც კი იხდიან ახირების დასაკმაყოფილებლად, იგივე მოდელის აქ შეკერვა გაცილებით იაფი ჯდება, თუმცა პრესტიჟულია თუ საფრანგეთიდან ჩამოტანილი კაბით იწონებ თავს ქორწილში, აზე ხომ მთელი ქალაქი ილაპარაკებს მეორე დღეს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ქორწილებსაც ძირითადად შეძლებული “ ახალი ქართველები” იხდიან, მაშინ ჩვენი მომხმარებელი ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობა რჩება. ბევრი ვალებს იღებს და ისე იხდის ქორწილს.


– საერთოდ ყიდვა ჭარბობს თუ გაქირავება?


– ყიდვით იშვიათად, უფრო ქირით მიაქვთ. თან შეუძლია შეიკეროს და იქირაოს, ვინც შემოდის ყველა დაკლებაზე წუწუნებს. თუ კაბა ძალიან მოუხდა ზოგჯერ ბიზნესიც დამივიწყებია, გული არ დამიწყვეტია და ძალიან აიფად მიმიქირავებია კაბა.


– რა ღირს საშუალოდ კაბის ქირაობა?


– კაბას გააჩნია, რამდენად ძვირფასი მასალისგანაა შეკერილი. ჩემთან 300 ლარიდან იწყება და 1000 მდე ადის. განსხვავებაა ფასში იმის მიხედვით ახალია თუ არა, ნაცვამი კაბის ფასი, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა იკლებს. თუმცა ყველა მაღაზიას თავისი ფასები აქვს.


თვეში რამდენი კაბა ქირავდება?


– ამ თვეში 3 კაბა გაქირავდა, ეს კატასტროფული მაჩვენებელია, შარშან ანალოგიურ პერიოდში 15 მდე კაბა გავაქირავე. მთავარი მაინც ეკონომიური სიდუხჭირეა. მხოლოდ ჩემთან არაა ასეთი სიტუაცია, მაღაზია მაღაზიაზე იხურება, იმის გამო რომ ფართის ფულსაც კი ვეღარ იხდიან.


– მარხვის პერიოდში ფაქტიურად ჩერდება ეს ბიზნესი არა?


– თითო-ოროლა კაბა ასსეთ პერიოდშიც ქირავდება, მხოლოდ მართმადიდებლები ხომ არ ცხოვრობენ საქართველოში.


– რას იტყვი ქართველი საპატარძლოების გემოვნებაზე?


– ყველანაირ კაბებს ითხოვენ, საერთოდ როცა კაბის არჩევაზეა საქმე ერთიორად პრეტენზიული ხდება ყველა. რეგიონებიდანაც უმეტესად თბილისში ჩამოდიან საქორწინო კაბის ასარჩევად, სხვათაშორის პროვინციიდან ჩამოსული მომხმარებელი უმეტესად ყიდულობს. განსაკუთრებით ქუთაისელები და მეგრელები. ზოგს ბრჭყვიალა მოწონს და ფუშფუშა, ამ სეზონზე კი უმეტესად “რუსალკა” კაბებია ქართულ ბაზარზე მოთხოვნადი. ბოლო წლებია რაც ნელ-ნელა სისადავესა და დახვეწილ კაბებზე წამოვიდა მოთხოვნა, როგორც დიზაინერს ეს ძალიან მახარებს.


ვისურვებდი რომ მალე გამოსწორდეს მძიმე ეკონომიური ფონი მთელ ქვეყანაში, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი გაბედნიერდეს და ყველას შეეძლოს საოცნებო ქორწილის გადახდა. სხვათაშორის ნაადრევ ასაკში დაქორწინებული ახალგაზრდები, იმიტომ რომ მატერიალურად უზრუნველყოფილნი არ არიან ხშირად უქორწილოდ რჩებიან. ბევრი კი იმიტომ ვერ ქორწინდება, რომ ცუდი მატერიალური მდგომარეობა აქვს.


მაკა დეკანოსიძე

5
636
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
636
  
2012, 26 ივლისი, 12:44
კარგია ქორწილი საპატარძლო კაბა,მაგრამ ამის გამ ვალები არ უნდა დაიდო.მე მაგალიტად მოკრძალებული ქორწილი მქონდა 30 კაცი,მეგობრები,არც ვალები დამრჩენია და ჩვენ თვითონ გადავიხადეთ მშობლების დახმარების გარეშე და ქორწილიც დაგვრჩა სამახსოვროდ
2012, 25 ივლისი, 6:09
ჰოო ეგეც არის)))
2012, 25 ივლისი, 5:35
აი საზღვარგარეთ იმდენ პროცედურას მოითხოვს უბრალო ხელისმოწერა რო წყვილები იძულებული არიან ყოველგვარი გაფორმების გარეშე იყვნენ ერთმანეთთან.ქართველებმა ეს უშნოდ გადმოიღეს.ჯვარს თუ არ იფსკვნი მაშინ ცოლი ნაშა გამოდის :D
2012, 25 ივლისი, 5:28
ვერასდროს ვგებულობდი ქორწილი რისთვისაა საჭირო,მოკრძალებული ჯვრისწერა ან სამოქალაქო ქორწინება და მორჩა.ჯერ გრანდიოზულ ქორწილს იხდიან კრედიტებით და მერე 2 თვეში დასანახად ვერ იტანს წყვილი ერთმანეთს :D
2012, 25 ივლისი, 4:48
ვის ექორწინება საჭმლის ფული არ აქვთ...
0 1 5