იარაღი და ტექნიკა თურქეთმა ამერიკის მუქარის მიუხედავად,მაინც შეიძინა რუსული С-400 2019, 25 ივნისი, 14:10
თურქეთი რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ს ივლისის თვიდან მიიღებს, ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გააკეთა, იუწყება სააგენტო Anadolu.
თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კონტრაქტი С-400 -ის შეძენაზე თურქეთის სუვერენული უფლებაა და არ აპირებს უკან დახევას. პარალელურად ინდოეთმაც განაცხადა, რომ აპირებს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენას და ეს ინფორმაცია "მკაფიოდ უნდა მივიდეს" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ყურამდე.(კონტრაქტი 2018 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა) როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი დაემუქრა თურქეთს, თუ რუსულ С-400-ს შეიძენდა, შეუზღუდავდა ამერიკული გამანადგურებლის F-35 -ის მიწოდებას და დამატებით სანქციებსაც დაუწესებდა. ერდოღანს თავის მხრივ არ სჯერა, რომ ამერიკა სანქციებს შემოიღებს თურქეთის წინააღმდეგ და აქეთ დაემუქრა საერთაშორისო სასამართლოთი, თუ F-35 -ზე დადებულ გარიგებას ჩაშლის. ერდოღანმა იმასაც ხაზი გაუსვა, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენა გადაწყვეტილი საკითხია. ამერიკას და ნატოს ქვეყნებს იმის შიში აქვთ, რომ თუ თურქებს ერთდროულად ექნებათ С-400 და F-35, რუსული რადარული სისტემა შეძლებს გამოთვალოს და კვალში ჩაუდგეს ამერიკულ ავიაგამანადგურებელს. ხელშეკრულების თანახმად რუსეთი თურქეთს С-400 -ის ოთხ დივიზიონს მიაწვდის, რომლის საერთო ღირებულება 2, 5 მილიარდი დოლარია, ამ თანხის ნახევარი რუსული კრედიტით დაიფარება. 226 5-ს მოსწონს
|