საქართველო ნინო ბურჯანაძე:"სააკაშვილი,როგორც ყოველთვის,ცდილობს მაქსიმუმი გამოწუროს ამ პროტესტისგან.." 2019, 25 ივნისი, 13:15 ![]() დღეს 25 ივნისს რუსულ გამოცემა Известия-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, საქართველოს ექს-სპიკერი და პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს"ლიდერი თვლის, რომ თბილისის წინდაუხედავი პოლიტიკა ხელს უშლის მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზებას. "სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წინდაუხედაობის გამო, რუსულ-ქართული ურთიერთობება არ არის დამაკმაყოფილებელი. თუნდაც სულ მცირედით იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც ერთი კვირის წინ იყო, ძალზე რთული იქნება. ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რადგან უკანასკნელმა მოვლენებმა უკან გადაგვისროლა". ნინო ბურჯანაძემ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა მხრივ ეცდება რუსოფობიული პოლიტიკა სათავისოდ გამოიყენოს, მისი აზრით, ეს არის მისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ![]() ბურჯანაძემ ისიც, აღნიშნა, რომ პროტესტი პროდასავლურმა ძალებმა განზრახ შემოატრიალეს ანტირუსული კალაპოტისკენ. "გავრილოვი აქ არაფერ შუაშია, სადაც მიუთითეს იქ დაჯდა, მიუხედავად ამისა, გულწრფელი პროტესტი შემდგომ უკვე პროდასავლურმა ძალებმა აქტიურად გამოიყენეს"-აღნიშნა ბურჯანაძემ 347 5-ს მოსწონს
|