x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბრძნული ებრაული იგავი - თუ რატომ არ უნდა დაივიწყოს დედამ არასდროს საკუთარი თავი

image


ებრაელი დედის ფენომენი


ოდესმე დაფიქრებულხართ ვინ არის პასუხისმგებელი ოჯახში მიკროკლიმატზე? რაღა თქმა უნდა დედა..

ხოლო თუ რატომ უნდა იყოს დედა პირველ რიგში ბედნიერი, ამას ეს ძველი ებრაული იგავი აგვიხსნის.


"იყო ერთი ღარიბი ებრაული ოჯახი, სადაც ბევრი ბავშვი, თუმცა მცირე ფინანსური შემოსავალი იყო - საბრალო დედა მუხლჩაუხრელად ოჯახზე ზრუნვაში ათენებდა და აღამებდა, ამზადებდა, ასუფთავებდა, ალაგებდა, ხანდახან ურჩი შვილების მიმართ არც ლაზათიან ერთი -ორ ალიყურსაც ივიწყებდა და საკუთარ ცხოვრებაზე გამუდმებით წუწუნებდა. ქალი ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლო კარგი დედა ყოფილიყო, ამიტომაც საკუთარ კითხვაზე პასუხის მისაღებად ის რაბინს ეახლა. ცოტა ხანში ოთხიდან მდუმარე და ჩაფიქრებული ქალი გამოვიდა. იმ დღის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა... ქალი თითქოს შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არც ფულის რაოდენობამ იმატა და არც ბავშვები გახდნენ უფრო დამჯერები, დედა მათ აღარასდროს ეჩხუბებოდა, ხოლო მის სევდიან სახეზე მეგობრულმა ღიმილმა დაისადგურა. ოჯახის წევრები ვერაფერს ხვდებოდნენ, მხოლოდ ერთი რამ უკვირდათ, კვირაში ერთი დღე დედა, როდესაც ბაზარში მიდიოდა, იქიდან დაბრუნებული მთელი დღე თავის ოთახში იკეტებოდა. ბავშვებს ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდათ და ერთხელაც, ისინი დაუკითხავად დედას ოთახში შეეჭრნენ. ქალი მაგიდასთან მშვიდად იჯდა .. და ტკბილ ციმესსთან (ციმესი - უძველესი ტრადიციული ებრაული დესერტი) ერთად ჩაის მიირთმევდა.

"დედა რას აკეთებ? და ჩვენ?" - დაიყვირეს აღშფოთებულმა ბავშვებმა.

"ეხლავე ბავშვებო!" - მშვიდად უპასუხა დედამ, - "მე თქვენს დედას ვაბედნიერებ".

მორალი - იმისთვის, რომ სხვა გააბედნიეროთ, ის ჯერ თქვენში უნდა გააღვივოთ.


მთელი საიდუმლოებაც ეს არის! იმისთვის, რომ მთელი ოჯახი თავს ბედნიერად გრძნობდეს, პირველ რიგში დედა უნდა იყო ბედნიერი!



0
1488
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1488