პროზა უმბერტო ეკო : ,, ადამიანები ძალიან მალე იღლებიან ადვილი რაღაცებისგან.'' 2019, 24 ივნისი, 12:02 წარმოგიდგენთ ცნობილ იტალიელ ფილოსოფოსს, სემიოტიკოსს და მწერალს - უმბერტო ეკოს, რომელიც 2016 წლის 19 თებერვალს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. უმბერტო ეკო ხშირად ამბობდა, რომ მწერლობა მისი დროებითი პროფესიაა. , , მე ფილოსოფოსი ვარ. ისტორიებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვწერ''. გთავაზობთ მის ციტატებს : 1. კულტურული ადამიანის უპირველესი მოვალეობა არის, ყოველთვის მზად იყოს ახლიდან გადაწეროს ენციკლოპედია. 2. სიკეთე და ბოროტება… რაც ერთისთვის სიკეთეა – სხვებისთვის ბოროტებაა. ფერიებსა და ჯადოქრებს შორის ზღაპრებშიც განსხვავებაა – ეს ასაკისა და გარეგნობის საკითხია. 3. ადამიანები ძალიან მალე იღლებიან ადვილი რაღაცებისგან. 4. ყველაფერი ყოველთვის თქვენი ვარსკვლავის ქვეშ არ იბადება, და ერთადერთი გზა ადამიანური ცხოვრებისთვის, ეს არის – თქვენს ჰოროსკოპში ყოველდღიურად შეიტანოთ კორექტირება. 5. როცა წესების დაცვას ცდილობთ, ამ დროს მთელი სიმძაფრე და შთაგონება იკარგება. 6. ყველაფერი ყოველთვის თქვენი ვარსკვლავის ქვეშ არ იბადება, და ერთადერთი გზა ადამიანური ცხოვრებისთვის, ეს არის – თქვენს ჰოროსკოპში ყოველდღიურად შეიტანოთ კორექტირება. 7. მე არასდროს ვთვლიდი შუასაუკუნეებს ბნელ დროდ. ეს იყო ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც გაიზარდა აღორძინება. 8. რაზეც არ უნდა საუბრობდე, შენ მას რეალობად აქცევ. 9. როგორი დაცინვაა, ცხოვრობდე დევნილობაში, სადაც არავის გაუგდიხარ. 10. ნამდვილი გმირი ყოველთვის არის შემთხვევითი გმირი. სინამდვილეში, ის ოცნებობს იყოს პატიოსანი მშიშარა, როგორც ყველა გარშემომყოფი. 275 შეფასება არ არის
|