პროზა ათი საუკეთესო ამონარიდი დედაზე 2019, 18 ივნისი, 18:11 1. მიწიერი ყოფიერების მარადიული მეტამორფოზა, შობა და აღზრდა, დაღუპვა და კვლავ წარმოშობა – ესაა განუწყვეტელი და დაუღალავი ჯაფა დედებისა და თუ დედამიწაზე ყველაფერი განახლებადი განაგრძობს არსებობას – უწინარეს ყოვლისა დედობრივი საწყისი – გასაგები ხდება, რომ შემქმნელ ღვთაებას მივცეთ ქალთა სახე და ვუწოდოთ საპატიო სახელი დედებისა. 2. ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა. 3. ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხივებისა და დედის რძისგანაა; აი, რა გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით. 4. თუ დედა გეძახის – გაიგონებ, დედის ძახილი ძალიან, ძალიან შორიდანაც ისმის, სულ რომ არაფერი გესმოდეს, დედის ძახილს მაინც გაიგონებ, სულერთია რას გეძახის. 5. დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. 6. დედანი ვერ მოიგონებენ ისეთს სამკაულს, რომ იმოდენად დაიმშვენონ თავი, რამდენადაც სათნოება დაამშვენებთ. 7. დედავ მშობელო, დედავ ტკბილო, ქართვლისა დედავ! მოგესალმები, ამბორს ვუყოფ შენს ფეხთა მტვერსა! 8. დედის გული ზღვა არის სიყვარულისა; რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს, ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯოხეთს უნდა მისცეო, დედა მაგასა იქს, შვილმა რომ ეს დედისთვის ქნას, დედა იწყენს. 9. დედის ხელები ალერსიანობის განსახიერებაა. ბავშვებს ტკბილად სძინავთ ამ ხელებზე. 10. საუკეთესო დედა ის არის, ვინც შვილებს მამის მაგივრობას გაუწევს, როცა ისინი დაობლდებიან. 435 1-ს მოსწონს
|