პროზა საუკეთესო ამონარიდები ონორე დე ბალზაკის "შაგრენის ტყავი"-დან 2019, 11 მაისი, 12:32
2.“განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო." 3.“ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა." 4.“ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა." 5.“უმჯობესია მოკვდე ახალგაზრდა, ვიდრე მიგატოვონ მაშინ, როცა დროის მსახვრალი ხელი ფიზიკურ სილამაზეს დაფერფლავს." 6.“შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს.უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება." 7.“მეცნიერება უსაზღვროა, ხოლო ადამიანის ცხოვრება მოკლეა, ამიტომ ჩვენ არ ვოცნებობთ, ბუნების ყველა მოვლენა შევიცნოთ." 8.“რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?" 9.“ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო.რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან?მხოლოდ აზრი.არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი.სამყაროში ისე ვსეირნობდი თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყოს." 10. “ქალს თუნდაც იგი მიმზიდველი იყოს მშვენიერი ელენესა და ჰომეროსის გალათეასავით, არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლია ჩემს გრძნობებზე, თუ იგი ოდნავ ჭუჭყიანია." 228 3-ს მოსწონს
|