ასტროლოგია რას გვიმზადებს ივლისში მზისა და მთვარის დაბნელებების დერეფანი - "მისი ზეგავლენა უკვე ვიგრძენით, მომდევნო უფრო რთული იქნება" 2019, 24 ივნისი, 1:35 ასტროლოგი ხათუნა ნოელი ივლისში მოსალოდნელი მზისა და მთვარის დაბნელებების შესახებ გვაფრთხილებს: "დაბნელების დერეფანი გვაქვს გასავლელი. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ იტყვიან, ერსაც და ბერსაც. 2 ივლისის დაბნელების ზეგავლენა უკვე ვიგრძენით წინასწარ 20 ივნისს. მზისა და მთვარის შეერთება აღმავალ კვანძზე, კირჩხიბში, რაც 2 რიცხვში გველოდება, აშკარად სამშობლოსთან დაკავშირებულ თემატიკას წამოწევს წინ, რაც კარმულად გარდაუვალი იყო. კირჩხიბი მთვარით იმართება, მთვარე კი მუნდანურ ასტროლოგიაში ხალხია. მისი საწინააღმდეგო ნიშანი თხის რქა/სატურნი კი ბიუროკრატია. თანაც თხის რქაში სატურნთან და პლუტონთან აკეთებს დაბნელების წერტილი ოპოზიციებს. ოპოზიცია ასტროლოგიურად არჩევანს გულისხმობს - ან ხალხის ნება, ან ბიუროკრატია. დაბნელებები ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებენ ყოველთვის, გინდ რიგითი ადამიანების და გინდ მთლიანად საზოგადოების, ქვეყნის ცხოვრებაში. კარგია, რომ დაბნელების წერტილი ვენერასთანაა შეერთებული. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები დიპლომატიის გზით ჯერ კიდევ შეიძლება გადაიჭრას. და ეს, რაც შეიძლება, მალე უნდა გაკეთდეს. იმიტომ რომ მეორე დაბნელება, რომელიც 17 ივლისს უწევს, უფრო რთული იქნება... მუნდანურ ანუ ქვეყნების ასტროლოგიაში ნეპტუნი, გარდა იმისა, რომ ერის წარმოდგენაა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური საზოგადოება, ასევე ილუზიები და მსოფლიო სკანდალებია. მეორე ვარიანტს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ნეპტუნი დაზიანებულია. ჰოდა, 20 რიცხვიდან მოყოლებული ეს ნეპტუნი ორმაგ დარტყმას განიცდის, ცალი მხრიდან ვენერასგან, მეორე მხრიდან - იუპიტერისაგან. ახლა, რას წარმოადგენს ვენერა? ვენერა ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ბუნებრივ პროცესს განაგებს. ასევე მას აბარია ეროვნული რესურსები, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტები/ეკონომიკა; იუპიტერი კი ეროვნული ფასეულობების სისტემაა, და კიდევ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტროლი ხალხზე. თანც 21 რიცხვიდან ნეპტუნი უკუსვლითი გახდა, ანუ წარსული თემების გამეორება დაიწყო. ახლაც არ დაიჯერებთ ზოგიერთი ურწმუნოები, რომ რაც ზევით, ცაზე ხდება, ის პირდაპირ აისახება ქვევით, დედამიწაზე, ჩვენს ცხოვრებაზე? ეს სამკუთხა, ნეგატიური კონფიგურაცია ცაზე 27 რიცხვამდე შენარჩუნდება. ზეგავლენის პიკი კი 24-ში ექნება. თუმცა ივლისში დაბნელებები გვექნება ჯერ მზის, მერე მთვარის, რაც თავისთავად ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს..." ასევე დაგინტერესებთ:10 მიზეზი, რატომ არ ღირს ქალწულის დაკარგვა ცხოვრებაში10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვა10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კირჩხიბის დაკარგვა10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კუროს დაკარგვა ცხოვრებაში10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა3716 1-ს არ მოსწონს
|