x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა
image


უნაკლო არავინაა, თუმცა ხშირად ადამიანს იმდენი ძალიან მაგარი თვისება აქვს, ყველა ნაკლს ფარავს. ამჯერად ვერძებია თემა. იგი შესაძლოა ცოტა იმპულსური იყოს, ხანდახან უხეშიც, თავხედიც, დაუფიქრებელიც, მაგრამ არაფრით არ ღირს მისი დაკარგვა, რადგან:


ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება


ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ყველაზე ზუსტი დახასიათება



მიწაზე ყველაზე მყარად მდგომი ზოდიაქოს ნიშნები - როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა



გაიცანით წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები - კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ზუსტი დახასიათება



1.ყველაზე გულწრფელი ნიშანია ნიშნებს შორის



ყოველთვის პირში გეუბნებათ, რასაც ფიქრობს და შეგიძლიათ სულ მშვიდად იყოთ, ზურგს უკან არაფერს ილაპარაკებს და არაფერს "გაგიჩალიჩებთ". თუ მტრობას აპირებს, ღია კონფრონტაციაზე წამოვა.



2. არ თამაშობს



ყოველთვის ის არის, რაც არის. სიყალბის ნატამალი არ დევს მათში. ალალი, მართალი და პატიოსანია. ზედმეტად პატიოსანი ხანდახან.



image



3. ბოღმას არ იდებს გულში


თუ რამე ეწყინა, ყველაფერს ამოაფრქვევს, პირში მოგახლით და მეორე დღეს აღარ ემახსოვრება.



4. ძალიან კეთილია



უფრო ზუსტი იქნებოდა ერთი ჟარგონის გამოყენება – ვერძი "ჯიგარია". არც ფული დაენანება, არც დრო, თუ ჩათვალა, რომ მართლა გჭირდებათ. კაცურად დაგიდგებათ მხარში, თუნდაც ქალი იყოს. თუ თვითონ არ შეუძლია დახმარება, სხვების დახმარებით დაგეხმარებათ, არც სხვების შეწუხებას მოერიდება.



5. ყოველთვის თქვენკენ იქნება



თქვენი გამბრაზებელი მისი გამბრაზებელია. ვინც უყვარს იმ ადამიანების შეურაცხყოფას, პირად შეურაცხყოფად იღებს და გააფთრებით იბრძოლებს თქვენ დასაცავად.


6. არ მოგცემთ დანებების საშუალებას



მისი ოპტიმიზმი გადამდებია. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა და ამ განწყობას აფრქვევს ირგვლივ. გიბიძგებთ ის ნაბიჯები გადადგათ, რომლის არ გადადგმასაც აუცილებლად ინანებდით. მათ გვერდით ფარხმალს ვერ დაყრით, ვერ ჩავარდებით დეპრესიაში, რადგან ისე აღმოჩნდებით ბრძოლის ველზე, ვერც გაიგებთ… იქ კი დიდი გამარჯვება გელით… მხარში ხომ ასეთი გამოცდილი მეომარი გიდგათ.



7. არ შეგიზღუდავთ პირად სივრცეს



მზრუნველია, მაგრამ მისი მზრუნველობა მოსაბეზრებელი არ არის. ის თქვენს საქმეში მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როცა თქვენ გჭირდებათ. მაგალითად, ტაქსის გაგიჩერებთ, პიცას შეუკვეთავს თქვენ ნაცვლად და მერე იჩხუბებს, თუ დააგვიანეს, თქვენს უფროსს დაელაპარაკება თქვენი დაწინაურების თაობაზე, ვინც გაწყენინათ იმას საქმეს გაურჩევს, ან ცხვირპირს დაუნაყავს… უბრალოდ პრობლემების მოგვარებაში ხელს წაგიკრავთ ხოლმე, თუ აუცილებელია. სხვა მხრივ კი თქვენს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა, არ გაგაკონტროლებთ და პატივს გცემთ.



8. მასთან არ მოიწყენთ



რადგან თავადაც ადვილად სწყინდება და მუდამ სიახლეების ძიებაშია. იგი ნოვატორია, პიონერია და სულ საქმეში, სულ სულ ახალ-ახალი იდეებითა და თავგადასავლებით გეცხადებთ. სულ რაღაცას არკვევს, აგვარებს. მუდმივი ექშენი და მუდმივი წინსვლა. მხიარულება და თანაც საოცარი ენთუზიაზმი. და შეუძლებელია არ გაყვეთ...



9. ის გენდობათ



თქვენი სჯერა. ბავშვური გულწრფელობით სჯერა. არ ეჭვიანობს, არ ელანდება, რომ მის უკან რამეს ხლართავთ და თუ თქვენზე ავ ენებს მიუტანენ, პირდაპირ თქვენთან მოვა გასარკვევად. თანაც ყველაფერს დაგიჯერებთ, თუკი აუხსნით. არასოდეს დაგჭირდებათ იმაზე თავის მტვრევა - რაზეა ნაწყენი, სანამ შეამჩნევდეთ, რომ ნაწყენია, მანამდე გეტყვით ყველაფერს.


10. სულით ხორცამდე ერთგულია



თუ უყვარხართ, არასოდეს გიღალატებთ. ამას არასოდეს იკადრებს, იმიტომ რომ საკუთარ თავს სცემს პატივს. თუ თქვენთანაა, თქვენთანაა, ორმაგი თამაშები და ინტრიგები უცხოა მისთვის. მას შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ და ამაზე ძვირფასი თქვენ რამე გეგულებათ?


ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ნიშნები სკოლის გამოსაშვებ საღამოზე - სახალისო GIF-გალერეა



ზოდიაქოს ნიშნები რომ ზებუნებრივ ძალებს ფლობდნენ - ვის რისი ნიჭი ექნებოდა



პოსტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1360
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0