x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თმა - მაგიისა და ცრურწმენების ობიექტი ანტიკურ პერიოდში
image

თმა ძველ სამყაროში განიხილებოდა სხეულის იმ ნაწილად, სადაც ხდება სიცოცხლისადა ძალის კონცენტრაცია, ამიტომ მას საგანგებოდ უვლიდნენ. თმა იყო მაგიის, ცრუ რწმენებისა და ძლიერი ენერგეტიკის ობიექტი . თმის მოჭრას, მსხვერპლად შეწირვას და ა.შ. სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთის საპირისპირო ხასიათის რიტუალებში, როგორებიცაა მიცვალებულის დატირება და ქორწილი, თავისებური დატვირთვა ჰქონდა. სწორედ ამიტომ ძველ სამყაროში დიდი ყურადღება ექცეოდა თმასა და სხვადასხვა ვარცხნილობებს. ქალს თუ კი მოვლილი და ლამაზი თმა ჰქონდა, მამაკაცებისთვის ის ითვლებოდა სასურველად და ლამაზად.


მინოსური ეპოქიდან მოყოლებული, როგორც კაცების ასევე ქალების თმის ვარცხნილობა და მისი შემკულობა იცვლებოდა.

image


მინოსურ კრეტაზე მამაკაცები ატარებდნენ ნახევრად გრძელ, ხშირად ბღუჯებად დაყოფილ თმას. მინოსური ეპოქის ფრესკებზე გვხვდება თმის სავსებით არაორდინალური ვარცხნილობა - გადაპარსულ თავზე კეფის არეში დატოვებული თმის ერთი გრძელი კონა თუ ნაწნავი. გვხვდება შედარებით მოკლედ შეკრეჭილი ტალღისებური, მხრებამდე ჩამოშვებული თმის ვარცხნილობა.

image

ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან თანდათანობით იწყებს ჩამოყალიბებას კლასიკური საბერძნეთისათვის დამახასიათებელი თმის ვარცხნილობის საკმაოდ მრავალფეროვანი ფორმები, რომელთა უმეტესობა თმებით თავის ფორმის აქცენტირების პრინციპს ეფუძნებოდა.

გრძელი თმა ძვ. წ. VI საუკუნიდან კაცებში მოკლედ შეკრეჭილი თმის ვარცხნილობით იცვლება, ხოლო ქალებში, თუ არ ჩავთვლით არქაიკის ეპოქის კორეებს, რომლებიც გათხოვებამდე წვრილად და საგულდაგულოდ დაწნულ ხშირ ნაწნავებს ატარებდნენ, უპირატესობა მიეცა გრძელი თმის, ძირითადად, თავის გარშემო სხვადასხვა ფორმით კონცენტრაციას, რისთვისაც გამოყენებული იყო სამკაულები და სამაგრები : დიადემები, გვირგვინები, ლითონის სარტყელები, სპირალები და სხვა.

image

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0