საზოგადოებრივი სედოხეზები - კოლხური ტომი 2019, 23 ივნისი, 21:56 სედოხეზები იყვნენ კიდევ ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან. ისინი გარკვეულ პერიოდში შედიოდნენ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში და წარმოადგენდნენ ლაზების ერთ-ერთ განაყოფს. სედოხეზები მოსახლეობდნენ მდინარე ხობის სანაპიროებზე. დიდი რომაელი ისტორიკოსი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი (56-117) გვესაუბრება სედოხეზებსა და მათს მეფეზე, როდესაც განიხილავს ანიკეტის აჯანყებას თავის ნაშრომში სახელწოდებით "ისტორია". იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობით უკმაყოფილო სედოხეზთა მეფემ თავდაპირველად შეიფარა ლტოლვილი ანიკეტე და მისი პოლიტიკური მოკავშირე გახდა, თუმცა როგორც თავად ნაშრომის ავტორი, ტაციტუსი ამტკიცებს, ანიკეტს სედოხეზების მეფესთან კარგი ურთიერთობის გამონახვა ფულითა და საჩუქრებით მოუხერხებია. თუმცა სედოხეზების მეფემ როდესაც ნახა, რომ რომაელებთან ომს მისი ხალხისთვის კატასტროფული შედეგების მოტანა შეეძლო, ანიკეტეს გაცემა გადაწყვიტა. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. საქართველო4. ქართული მითოლოგია5. ჰიტლერი6. ნაციზმი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე225 2-ს მოსწონს
|