ქალი და მამაკაცი თურქი მომღერალი ქორწილიდან სამ დღეში ქმარს გაეყარა 2019, 21 ივნისი, 15:47 თურქული პოპ-მუსიკის ლეგენდა, 61 წლის ზერინ ოზერი( (Zerrin Özer)ქორწილიდან სამ დღეში გაყრა მოითხოვა. კვირას 16 ივნისს 61 წლის ზერინ ოზერი ცოლად გაჰყვა 34 წლის მურად აკინჯის, ქორწილამდე თურქი ვარსკვლავი ამტკიცებდა, რომ რჩეულ მამაკაცთან დიდი გრძნობები აკავშირებს. სამი დღის შემდეგ კი ზერინმა განაცხადა, რომ ქმართან გაყრა გადაწყვიტა, როგორც ახალგამომცხვარმა პატარძალმა განაცხადა, ტელევიზიით ნახა პოპულარული გადაცემა, სადაც ქალები საუბრობდნენ, თუ როგორ დარჩნენ მოტყუებულები, როდესაც მათმა რჩეულმა მამაკაცებმა მსხვილი რაოდენობის ფული დასცინცლეს. "ის ტელეპროგრამაში მოსმენილით შეძრული იყო და გადაიტანა რამდნიმე მძიმე დღე, ზერინმა გაყრა გადაწყვიტა, ადვოკატები უკვე მუშაობენ"-განაცხადა მომღერლის მენეჯერმა ქემალ ასლანმა. ზერინ ოზერი, რომელსაც თურქ ჯენის ჯოპლინს უწოდებენ განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, როდესაც მისმა ალბომმა "Gönül" ოქროს სტატუსი მიიღო.1982 წელს ზერინ ოზერი ატარებს კონცერტს "Binbir Gece"(ათასერთი ღამე) პარიზში, ეიფელის კოშკთან, 1991 წელს ალბომი "İşte Ben" წლის საუკეთესო ჩანაწერად იქნა აღიარებული. ზერინმა ცნობილია ისეთი ჰიტებით როგორიცაა "Gönül», «Son Mektup» «Dayanamıyorum», «Dünya Tatlısı», «Paşa Gönlüm» და სხვა. 595 4-ს მოსწონს
|