x
image
ზოგადი განათლება
გიორგი კეკელიძე საქართველოში მყოფ რუს დეპუტატებს ეხმაურება

გიორგი კეკელიძის ''ფეისბუქ პოსტში'' ვკითხულობთ:


image

''საყურიანი ადამიანების კუდიანებივით დევნას (არ მომაყოლოთ, რამდენ ღირსეულ ქართველს ეკეთა საუკუნეების წინ ან ახლა უკეთია ეს სამკაული), სჯობს რუსი სახელმწიფო ჩინოსნების ამ გაუგებარ ვოიაჟებს მივხედოთ. თუნდაც კანონის დონეზე მოსაფიქრებელია რაღაც ზუსტი და შესაბამისი ნორმა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს აეკრძალებათ ჩვენს ინსტიტუციებში პარპაში, ნებისმიერი ფორმატით. წლების წინ, რაღაც ღონისძიებას ერთი დეპუტატი ჩვენთანაც, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც დაესწრო, ჩვენ ცხადია, ვერც მივხვდებოდით ვინ იყო და არც შესვლა-გამოსვლის კონტროლი შეგვიძლია, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა განმცხადებელს ვთხოვთ, დააზუსტონ არათუ ღონისძიების შინაარსი, არამედ ისიც, გამოყენებული იქნება თუ არა ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკა და დაესწრება თუ არა ოფიციალური პირი კრემლიდან. წიგნის მუზეუმი ყოველდღიურად ასობით რუს ტურისტს მასპინძლობს, ეთნიკურ ფაშიზმს ვერავინ დაგვაბრალებს, მაგრამ თუ ბატონი დეპუტატი ჩვენთან ოფიციალურ სტუმრობას გადაწყვეტს, ვერ ვიქნებით კარგი მასპინძლები''

0
320
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0