x
image
ელენე გუმა
"მეტროთი ვმგზავრობ. რუსთაველზე საქსაფონიანი მორიდებული კაცი შემოვიდა..."

image
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში მეტროში მომხდარ სახალისო ისტორიას ყვება.


როგორც გიგა სოციალურ ქსელში წერს ამბავი დილით მეტროში თავად შეემთხვა.


"მეტროთი ვმგზავრობ.
რუსთაველზე საქსაფონიანი მორიდებული კაცი შემოვიდა, დაუკრა "ადნაჟდი ვ ამერიკე", თან დაიარა და ისე უკრავდა.
სადგურის მოედანზე გულზე დინამიკჩამოკიდებული უსინათლო შემოვიდა ფანდურით და ფულის ამგროვებლით. მაგნოლია დაუკრა და ჩავიდა.
გოცირიძეზე 2 პატარა ბიჭი შემოვიდა დოლ-გარმონით და ჭაღარა მომღერლით. ტაში ბიჭო გიორგუნა გაახურეს (მაგრად). ამათ ერთი გაჩერება არ ეყოთ და ღრმაღელემდე იმღერეს.
გურამიშვილზე პატარა ბალღი შემოვარდა, 4-5 წლის. თავისნაირი პატარა დოლი გაახურა და ქათამაძის ახ ტურფავ ტურფავ დასჭექა. აი სარაჯიშვილზე აღარავინ შემოსულა, წამოვდექი, ვაგონის ბოლოში დავდექი და ჰიმნი ვიმღერე მოთქმით, თვალებდახუჭულმა (სხვა სიმღერა ზეპირად არ ვიცი).
ვიღაცეები ამყვნენ, ზოგი ფეხზეც კი ადგა.
თავისუფლეეებას დიდება რომ ჩავამთავრე თვალებიც ვჭყიტე და გავიფიქრე რომ თვითონ არიან ყლეები და მაგათი დებილი გამზრდელიც ამოწყდეს.
ჰიმნი ვეღარ მიმღერია კაცს!
ფული არ ავიღე!
დილა მშვიდობისა საქართველო "- წერს მაქარაშვილი.

0
348
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0