x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სანები - კოლხური ტომი

სანები - კოლხური ტომი


სანები ძველი კოლხური ტომი იყო, რომელზეც ცნობებს გვაწვდიან ძველი ბერძენი ავტორები, როგორებიცაა სტრაბონი (ძვ.წ. 64-ახ.წ.24 წწ.), ფლავიუს არიანე (ახ.წ. 95-175), პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23-79) და ასევე ბიზანტიელი ავტორები. სანები მოსახლეობდნენ ქალაქ ტრაპეზუნტის მახლობლად და ამ ტერიტორიიდან მდინარე ოფისამდე აღწევდნენ, რომელსაც ახლა სულან-ლუ ჰქვია, ასევე ისინი განსახლებულნი იყვნენ ამ ტერიტორიის გარშემო მდებარე მთიან რეგიონებში. ბერძნულ წყაროებში მათი სახელი ს. ყაუხჩიშვილის აზრით შესაძლოა წაიკითხოს როგორც "ჭანი" ან არნოლდ ჩიქობავას აზრით როგორც ზანი, რაც ლაზ-მეგრელების საერთო სატომო სახელს წარმოადგენს. ბიზანტიელი მწერლები მაგალითად პირდაპირ წერენ "ჭანებს" სანების ანუ ზანების აღსანიშნავად და იქვე აღნიშნავენ, რომ სანები თავს ჭანს უწოდებენ და ეს ამ სიტყვის ე.წ. "მდაბიური" ფორმაა. ევსტათი თესალონიკელის თანახმად სახელწოდება "სანი" თვით ახ.წ. მე-12 საუკუნეშიც კი გამოიყენებოდა ზანების ანუ ჭანების აღსანიშნავად. სვანები და ყაბარდოელები სამეგრელოს დღემდე "ზანეს" უწოდებენ. მე-5 საუკუნეში მოღვაწე თეოდორიტე კვირელის წერილობითი წყაროების მიხედვით სანები ლაზებისგან განსხვავებული ტომი იყო. ძველბერძნული და ბიზანტიური წერილობითი წყაროების მიხედვით საერთო ჯამში ძალიან ბევრი რამ ხდება ნათელი მრალარიცხოვანი კოლხური ტომების შესახებ სხვადასხვა საუკუნეში. სანებზე მაგალითად ვიცით ისიც, რომ ახ.წ. პირველ საუკუნეში მეფე არ ჰყავდათ, ძვ.წ. პირველი საუკუნიდან კი ხარკს უხდიდნენ რომაელებს, მაგრამ სანები ამას არ ურიგდებოდნენ და ხშირად ჯანყდებოდნენ რომაელთა წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში, რომაელთა შევიწროების გამო ისინი იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ მშობლიური ზღვისპირა მიწები და მთებში გამაგრებულიყვნენ რომ მტრისთვის ძალიან რთულად დასამორჩილებელნი გამხდარიყვნენ. პროკოპი კესარიელი (ახ.წ. 507-562 წწ.) მათ უკვე მოიხსენიებს არამარტო პონტოს მთაგრეხილზე განსახლებულებს, არამედ მდინარე ჭოროხის (მდ. ბოასი) სათავეებშიც.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
381
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0