სხვა კოცნის ნაცვლად "დაყნოსვა", ზოგიერთი ერის უჩვეულო ტრადიცია, რომლის შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ 2019, 19 ივნისი, 12:12 როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, კოცნა - რეფლექსი არ არის. მაგალითად, ბავშვებს კოცნა არ შეუძლიათ. ამიტომ, ადამიანმა ის შეიძლება ან ისწავლოს ან არა. მსოფლიოში მრავალი ქვეყანა არსებობს, სადაც ხალხმა არც კი იცის თუ კოცნა რა "ხილია".
10 ადგილი: ბანგლადეშის აღმოსავლეთით, ჩიტაგონგის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ტომებმა სულ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა "მაკოცე", თუმცა, საკმაოდ ხშირად იყენებენ სიტყვას - "დამყნოსე".
9 ადგილი: როგორც ჯეიმს კუკის ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი, ახალი ზელანდიის აბორიგენები შეხვედრისას ერთმანეთს გადასაფარებლებს აფარებენ და ცხვირით ეხახუნებიან, პარალელურად კი უცნაურ ხმებს გამოსცემენ.8 ადგილი: კუნძულ სანტა - მარიას მოსახლეობა შეხვედრისას ერთმანეთს ყნოსავს და ასევე, ცხვირით ეხება.7 ადგილი: პაპუასებს, ტასმანიელებსა და კუნძულ ფუგაზე მცხოვრებ მოსახლეობას მისალმების საკმაოდ უცნაური ფორმა გააჩნია, კერძოდ კი, ცხვირთან ან თავთან ყოველთვის ისეთი ნივთი უჭირავთ, რომელიც, მხოლოდ სასიამოვნო სურნელს გამოსცემს.6 ადგილი: ინდოეთის ოკეანეში, სომალის სანაპიროზე, კუნძულ სოკოტრას მცხოვრებლები, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთმანეთს პირველი შეხვედრისას მხარზე კოცნიან.
5 ადგილი: ტონგას კუნძულებზე მცხოვრებ მოსახლეობას (ან როგორც მათ ხშირად უწოდებენ მეგობრობის კუნძულები) მისალმების ასევე, უცნაური ფორმა აქვს, მაგალითად, ახლო მეგობრები შეხვედრისას, ერთმანეთის ხელს ცხვირისა და პირის მიდამოში ძლიერად ისვამენ.4 ადგილი: სამეფო კუნძულებზე, ერთმანეთის მისალმება იმით გამოიხატება, რომ პირველივე შეხვედრაზე, ადამიანები ერთმანეთს ცხვირს ენერგიულად უხახუნებენ.3 ადგილი: ბირმელები მისალმებას - "nomtschi" უწოდებენ, რაც "სურნელის შესუნთქვას" ნიშნავს (nom - სურნელი, tschi - შესუნთქვა)2 ადგილი: ჩინელები როცა ერთმანეთს მეგობრულად ესალმებიან, ისინი ერთმანეთს ცხვირით ან ეხახუნებიან ან ცხვირითვე ერთმანეთის ლოყებს ეხებიან.1 ადგილი: თანამედროვე იაპონიაში უცხო ადამიანების თანდასწრებით კოცნა ძალიან უღირს საქციელად ითვლება. სწორედ ამიტომ, იაპონურ ფილმებში კოცნას თქვენ ვერასდროს ნახავთ. ის, რაც მთელს მსოფლიოში იაპონურ კოცნად ითვლება, შემდეგნაირად გამოიყურება: დადექით თქვენს პარტნიორთან ისე, რომ ერთმანეთს ერთი ნაბიჯი გაშორებდეთ, გადაიხარეთ ოდნავ წინ, გამოწიეთ ტუჩები და შეეხეთ პარტნიორის ბაგეებს. პირი ღია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ.274 შეფასება არ არის |