სიახლეები ვეძებთ მეზობელს, ვრთავთ შუქს და სხვა რჩევები ნაქირავებ ბინაში ეკონომიის გასაწევად 2019, 19 ივნისი, 10:46 ნაქირავებ ბინაში ცხოვრებას ბევრი ხარჯი ახლავს და ზოგჯერ ეს მაჩვენებელი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. თქვენ კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯებიც უნდა გაითვალისწინოთ, როგორიცაა პროდუქტების ყიდვა. გამომუშავებული თანხის დაზოგვას შეძლებთ, თუ რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაითვალისწინებთ.
შინაურული ბიუჯეტის შექმნა
ბიუჯეტის შექმნა არა მხოლოდ იმის ცოდნაა, თუ რომელ ნივთებზე დახარჯეთ ფული ან სამომავლო დანახარჯების დამახსოვრებაა. ბიუჯეტი გეხმარებათ იყოთ, უფრო დისციპლინირებული და უფრო ნაკლების დახარჯვის და უფრო მეტის ეკონომიის საშუალებას გაძლევთ.
ბევრი ადამიანი ბიუჯეტს არ ქმნის, რადგან ფიქრობს, რომ აქედან მოგებას ვერ ნახავს. მაშინაც კი, თუ მარტო ცხოვრობთ ან თქვენი ფინანსები მარტივია, ბიუჯეტის შექმნა და მხარდაჭერა ფულის ეკონომიაში დაგეხმარებათ და ეს უფრო ნაკლებ დროს წაგართმევთ, ვიდრე ფიქრობთ. დაზღვევის გაფორმება ზოგჯერ ცოტა ფულის დახარჯვით, მომავალში უფრო მეტი ეკონომიის გაწევას შეძლებთ. ეს სადაზღვევო პოლისის ყიდვის იდეაა, რომელიც დანაკარგის შემთხვევაში თავად გადაიხდის და თქვენ პასუხისმგებლობას მოგიხსნით. ამაზე ეკონომიის გაწევა არ ღირს, ამის გარეშე მომავალში უფრო მეტს წააგებთ. დაზღვევა ძვირი არ ღირს და პოტენციური ეკონომიის გარდა, ბინის დამქირავებლებს სულიერ სიმშვიდეს მოგცემთ, თუ ხანძრის ან ქურდობის შემთხვევაში ხარჯის ანაზღაურების საშუალება არ გაქვთ. იპოვეთ ოთახის მეზობელი, რომ დანახარჯები გაიყოთ შესაძლოა მთელი ბინის ხარჯების გადახდა რთული იყოს. თუ ამ დრომდე ოთახის მეზობელი არ გყავთ, დაფიქრდით იმაზე, რომ იპოვოთ, ცხოვრება შეიმსუბუქოთ. შესაძლოა, უკვე იცნობთ ვინმეს, ვინც თქვენთან გადმოსვლას დათანხმდება, ან გამოიყენეთ ონლაინ-სერვისი, რომ კარგი ადამიანი მალე იპოვოთ. თანამაცხოვრებლის პოვნა ბინის გადასახადის და სხვა ხარჯებს შეგიმცირებთ. ასევე ურთიერთობით და სხვა უპირატესობით ისიამოვნებთ, რაც ერთად ცხოვრებას მოჰყვება. ეკონომია კომუნალურ გადასახადებზე რა დაგეხმარებათ ენერგიის გადასახადის შემცირებაში? როცა ქუჩაში სიცხეა, ბინის მფლობელები კონდიციონერებს რთავენ, თუ მათ ეს აქვთ. ეს მოწყობილობა ბინაში ტემპერატურის შემცირებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მათი რეგულარული გამოყენება ელექტროენერგიის გადასახადს მნიშვნელოვნად გაზრდის. საბედნიეროდ, არსებობს სხვა რამ, რაც ელექტროენერგიის შესამცირებლად შეგიძლიათ გააკეთოთ. არსებობს ბევრი საიდუმლო, თუ როგორ შეამციროთ კომუნალური გადასახადები. მაგ., შეგიძლიათ ტელევიზორზე უარი თქვათ, ენერგოდამზოგავი ნათურები გამოიყენოთ, მოძრაობის სენსორები დააყენოთ, A მოთხოვნის კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოიყენეთ. ზოგჯერ სახლში სითბო ზედმეტად ბევრია, ასეთ შემთხვევაში სითბო დაარეგულირეთ. სჯობს ტემპერატურა შეამციროთ და ტყუილად ზედმეტი არ გადაიხადოთ. როზეტიდან გამოიღეთ ყველა მოწყობილობა, როცა მათ არ იყენებთ. ეს ენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ამრიგად, რესურსების სწორად გადანაწილება და არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნა ფინანსური ეკონომიის გაწევაში დაგეხმარებათ. ასევე დაგაინტერესებთ: არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ 5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
173 შეფასება არ არის |