x
image
გემი დალანდი
,,ყრუ ცოლი" - ჭკუის სასწავლებელი ისტორია მოულოდნელი ფინალით
imageქმარი ეჭვობდა, რომ მის ცოლს ყურს დააკლდა. 30 წლიანი თანაცხოვრებისას მან კარგად შეისწავლა მეუღლე და იმისთვის, რომ კამათი თავიდან აერიდებინა, გადაწყვიტა, ჯერ ექიმთან გაევლო კონსულტაცია და მხოლოდ შემდეგ, რაც მტკიცებულებები ექნებოდა ხელთ, დაეწყო მეუღლესთან ლაპარაკი მკურნალობის აუცილებლობაზე.


ექიმმა უთხრა, რომ შესაძლებელი იყო პატარა ტესტი ჩაეტარებინა სახლში, რომელიც მას წინასწარი დიაგნოზის დასმის საშუალებას მისცემდა და ამ ტესტის არსი აუხსნა:


-სცადეთ ასეთი მეთოდი.დაუსვით მას ნებისმიერი შეკითხვა 15 მეტრის დაშორებიდან. თუ ვერ გაიგებს, უფრო ახლოს მიდით.დაუსვით იგივე შეკითხვა ამჯერად 12 მეტრის დაშორებიდან.შემდეგ 9, შემდეგ 6, 3 და ა.შ. იქამდე, სანამ ის თქვენს შეკითხვას არ გაიგონებს.


ექიმთან შეხვედრის შემდეგ ქმარი სამსახურში წავიდა და საღამოს, როცა სახლში დაბრუნდა, ცოლს ვახშმის მომზადების პროცესში მიუსწრო. მას ახსოვდა, ექიმმა როგორც დაარიგა და გადაწყვიტა შემოწმება ჩაეტარებინა. გავიდა სასტუმრო ოთახში, 15 მეტრის მოშორებით და მეუღლეს გამოსძახა:



-ძვირფასო, რა გვაქვს დღეს ვახშმად?

ცოლი არ პასუხობს.

ქმარი უფრო ახლოს მიდის და ამჯერად 12 მეტრის დაშორებიდან ეკითხება:

-ძვირფასო, რა გვაქვს ვახშმად?

ცოლი დუმს.

ქმარი უკვე 9 მეტრზე უახლოვდება და ეკითხება:

-ძვირფასო, რას ამზადებ?

ისევ სიჩუმე.

უფრო ახლოს, 6 მეტრის დაშორებით:

-რა მოამზადე ვახშმად, საყვარელო?

პასუხი ისევ არ არის.

სამი მეტრის მანძილზე:

-დღეს რა გვაქვს ვახშმად?

მისდა სამწუხაროდ, პასუხი არც ახლა ისმის.

მაშინ ქმარი სულ ახლოს მივიდა ცოლთან და ჰკითხა:

-ძვირფასო, დღეს რა გვაქვს ვახშმად?

ცოლი მოტრიალდა:

-უკვე მეხუთედ გიმეორებ:ქათამი!



0
697
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
697
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0