x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ნუ დაახარჯავ დროს მას, ვინც მის შენთან გატარებას არ აპირებს" - გაბრიელ გარსია მარკესის 57 "ოქროს წესი"

image

ცხოვრებისეული წესები

1. ენდე მას, ვისაც თანაგრძნობა შეუძლია

2. არასოდეს გასცე ბრძანება, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებენ

3. ოცნებას ვერ შეჭამ, მაგრამ გაგაძღებს

4. ნუ დაატან ძალას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება


5. გახდი უკეთესი და ეცადე გაიგო ვინ ხარ, სანამ ვინმეს შეხვდებოდე იმ იმედით, რომ გაგიგებს


საკუთარი თავის შესახებ

6. "შლაპებს" არ ვატარებ, რადგან არავის წინაშე არ მსურს ქუდის მოხდა

7. შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს იმად არ იქცე, რადაც სხვები მიგიჩნევენ

8. როცა ვიგრძნობ, რომ მართლა ძალიან ცუდად ვარ, არავის იმედად ყოფნას არ ვაპირებ - თავადვე მოვისვრი თავს სანაგვეზე

9. უსიამოვნო სიურპრიზების არიდებას ვცდილობ. ესკალატორს კიბეს ვარჩევ, თვითმფრინავს კი ნებისმიერ სხვა ტრანსპორტს.

10. როცა მეკითხებიან, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ: მეძავებმა არ დამიტოვეს დრო ქორწინებისთვის



ბედნიერების შესახებ


11. არ არსებობს წამალი, რომელსაც შეუძლია განკურნოს ის, რისი განკურნებაც ბედნიერებას შეუძლია

12. გაიღიმე, ნუ ასიამოვნებ უბედურებას

13. ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და ვერც კი ხვდებიან, რომ ბედნიერება ასვლის პროცესია

14. ადვილად მიღწეული ბედნიერება დიდხანს ვერ გრძელდება


სიყვარულის შესახებ

15. ის უძლეველი ძალა, რომელიც სამყაროს ამოძრავებს იღბლიანი სიყვარული კი არა უიღბლო სიყვარულია

16. სუსტები ვერასოდეს შეაღწევენ სიყვარულის სამეფოში. აქ კანონები ძალიან მძიმე და სასტიკია

17. საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში - შიშია, ცოლ-ქმრისთვის - მოწყენილობა. მასთან გამკლავება უნდა ისწავლონ

18. სიღარიბეში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტყუილებს გაიძულებს

19. თუ გიყვარს, უნდა გაუშვა, თუ შენია დაბრუნდება

20. რადგან მას ისე არ უყვარხარ, როგორც შენ გინდა, რომ უყვარდე, ეს არ ნიშნავს, რომ მას მთელი სულით და გულით არ უყვარხარ

21. არავინ იმსახურებს შენს ცრემლებს და ვინც იმსახურებს, ის არ აგატირებს

22. ამ სამყაროსთვის შესაძლოა ერთი ადამიანი იყო, მაგრამ ერთი ადამიანისთვის - მთელი სამყარო

23. არასოდეს დახარჯო დრო იმ ადამიანზე, ვინც მის გატარებას შენთან არ აპირებს

24. ნამდვილ სიყვარულს თუ შეხვდი, ვეღარასოდეს დაკარგავ

25. ეჭვი შვედურ ასანთს გავს - თავისივე ყუთი ანთებს

26. ყველაზე საშინელი მონატრება, მის გვერდით ყოფნა და იმის გააზრებაა, რომ არასდროს იქნება შენი

27. სადაც სიღარიბეა, იქაა სიყვარულიც

28. ტყუილია, თითქოს ადამიანები აღარ ოცნებობენ, როცა ბერდებიან, ადამიანები ბერდებიან მაშინ, როცა აღარ ოცნებობენ


image


სექსის შესახებ


29. სექსი ნუგეშია, როცა სიყვარული არ შეგიძლია


სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ

30. მთავარი ის კი არ არის, რაც თავს გადაგხდა, მთავარი ის არის, რა დაგამახსოვრდა და როგორ დაგამახსოვრდა

31. ადამიანები არ იბადებიან ერთხელ, როცა დედა შობს მათ… ცხოვრება გამუდმებით აძლევს მათ შესაძლებლობას შვან საკუთარი თავი ისევ და ისევ

32. ყველაფერი ცოცხალია, უბრალოდ სულის გაღვიძება უნდა შეძლო

33. ბედნიერი სიბერე საკუთარ მარტოობასთან შეგუების უნარის ქონას ნიშნავს

34. და უცებ მივხვდი - სიკვდილი ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს იქნები შენს მეგობრებთან

35. ყველაზე დიდი განძი - გქონდეს უნარი უკვე ჩავლილი სიხარულის წუთებზე დანანების გარეშე იფიქრო

36. არ მოკვდე, სანამ არ გაიგებ, რა არის სექსი სიყვარულით



ხელოვნების შესახებ


37. შთაგონება ყოველთვის მუშაობისას მოდის

38. ფიქრებს მშობელი არ ჰყავს - ისინი ანგელოზებივით დაფარფატებენ ირგვლივ და შეგვაფრინდებიან ხოლმე

39. ლიტერატურა საუკეთესო გასართობია, რაც კი ადამიანების დასაცინად მოუგონიათ


ღმერთის შესახებ


40. მთავარი ის კი არაა, გწამს თუ არა ღმერთი, მთავარია, რომ მას არ დაუკარგავს შენი რწმენა

41. ეშმაკს ჩვენთვის ცოდვებში ფეხის ჩადგმევინებაზე მეტად ჩვენი ტვინის არევა მოსწონს

42. არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი

სიგიჟის შესახებ


43. არცერთი გიჟი არ არის გიჟი, თუკი მის არგუმენტებს მოისმენ

44. მშვიდ გიჟებს მოჰყავთ მომავალი

დროისა და მოლოდინის შესახებ


45. მოწვევის ლოდინს სჯობს, შეუფერებელ დროს მიხვიდეთ

46. ვინც დიდი ხანია ელოდება, კიდევ ცოტასაც მოითმენს

47. არასდროსაა ძალიან გვიანი

48. გულის მეხსიერება ცუდს ანადგურებს და კარგს ზრდის


მეგობრობის შესახებ


49. შერიგების წუთი იმაზე მეტი ღირს, ვიდრე გულითადი მეგობრობა

50. საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც არ არსებობს

51. ნამდვილ მეგობარს შენი ხელი უჭირავს და გულს გრძნობს

52. სულ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც გულს გატკენენ, მაგრამ ადამიანების რწმენა არ უნდა დაკარგო. ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ მაინც გჯეროდეს მათი


ფულის შესახებ


53. მე მდიდარი არ ვარ, ფულიანი ღარიბი ვარ. რაც სხვადასხვა რამეა.



დასასრულის შესახებ


54. ღმერთი არასწორ ადამიანებს იმიტომ გახვედრებს, რომ ბოლოს სწორი ადამიანები დააფასო

55. არასოდეს შეწყვიტო ღიმილი, მაშინაც კი, როცა მოწყენილი ხარ, რადგან შესაძლოა ვინმეს სწორედ შენი ღიმილი შეუყვარდეს

56. ქორწინება ყოველ ღამეს სრულდება სექსის შემდეგ და დილით საუზმემდე უნდა აღდგეს

57. ნუ ტირი იმის გამო, რომ ეს დასრულდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო


ასევე დაგაინტერესებთ:


40 გენიალური მოკლე პასუხი კითხვაზე - რა არის ბედნიერება?


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით


2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებას


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
2434
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0