x
მეტი
  • 08.10.2024
  • სტატია:137502
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511411
"თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთო"-რა სთხოვა ნოდარ დუმბაძემ ოჯახის წევრებს
image

ყველაზე გულიან პროზაიკოსთან და პოეტთან ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით მისი ქალიშვილი, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე საინტერესო ისტორიას იხსენებს:


“დიდი კონსტანტინე გამსახურდია რომ გარდაიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მისი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს ხმამაღლა გადმოსცემდნენ. ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი იყო.


სახლში რომ დავბრუნდით, უცებ მამაჩემმა თქვა:


– თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთო. ჩემი ნაწარმოებები რომ იკითხოთ, ხომ დაიხოცება ხალხი სიცილითო."



ბატონი ნოდარი შეცდა – მის დაკრძალვაზე, რომელსაც აუარებელი ხალხი ესწრებოდა რუსთაველის გამზირზე, ხმამაღლა კითხულობდნენ მის ნაწარმოებებს და ხალხი კი არ იცინოდა, ტიროდა.



14 სექტემბერი ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა, 40 წლის წინ, 1984 წელს იგი მარადისობას შეუერთდა.

image


ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1960) და „მე ვხედავ მზეს“ (1962) მოუტანა. ორივე რომანისთვის, რომლებიც ეხებოდა ქართველების ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის დროს, 1966 წელს მიიღო საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემია. 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია.


ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროში, საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.


დუმბაძის ოთხი რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინოფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე); „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით (1972 წ. რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი)."მარადისობის კანონი"(1982 წ. რეჟისორი ვალერიან კვაჭაძე)."კუკარაჩა"(1982 წ. რეჟისორი ქეთი დოლიძე) "თეთრი ბაირაღები(1990 წ. რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე)

0
558
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0