x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
პირველი რა გხვდება თვალში ფოტოზე - ფსიქოლოგიური ტესტი
image

შეხედეთ ფოტოს და მყისიერად, პირველი რაც მოგხვდება თვალში, იმის პასუხი წაიკითხე:


image


პასუხები:

1. გატეხილი მუსიკალური ფირფიტა - თქვენ სიხარული გაკლიათ ცხოვრებაში. ემოციურად გადაღლილი ხართ და ვეღარაფერს გრძნობთ. გეჩვენებათ, რომ ყველაფერი უაზრობაა. ეს სტრესული ფონის ბრალიც შეიძლება იყოს. უკეთესი იქნება, თუ დაისვენებთ. შვებულება აიღეთ და თუ ქალაქიდან გასვლის საშუალება არ გაქვთ, რამე საყვარელ კომედიებს ჩაუსხედით. სიცილი შესანიშნავი თერაპიაა. ხმაურიან კომპანიაში წასვლას არ გირჩევთ, უარესად დაიღლებით. თქვენ სიწყნარე, სიმშვიდე და ბევრი ღიმილი გჭირდებათ. დასვენება გჭირდებათ.



2. გაბრაზებული სახეები - თქვენ პოზიტივი არ გყოფნით. შეიძლება ამინდების ბრალიცაა. ან თქვენი სამუშაო გარემოსი. ერთფეროვნება ამოგივიდათ ყელში. ყველაფერი უღიმღამო გეჩვენებათ და ეს მხოლოდ გარემოს ბრალიც არ არის. ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაფერი საკუთარ აღქმაზეა დამოკიდებული. მოწყენილ ადამიანებს გარემოც ძალიან სევდიანი ეჩვენებათ. ასე, რომ დაავლეთ ბარონი მიუნჰაუზენივით საკუთარ თავს პარიკაში ხელი და ჭაობიდან ამოათრიეთ. ეცადეთ სხვა თვალით შეხედოთ ყველაფერს და ძველშიც რაღაც ახალი აღმოაჩინოთ. ცხოვრება მშვენიერია და თქვენ უბრალოდ ამის გაცნობიერება გჭირდებათ, მერე კი სიურპრიზებიც გექნებათ.


3. წითელი ბურთი - თქვენ განიცდით, რომ არც ისე საჭირო ხართ. ამის შველა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება - პატარ-პატარა სიკეთეების ჩადენა უნდა დაიწყოთ. აჭამეთ მშიერ ფისოს, ჩიტებს დაუყარეთ საკენკი, ქუჩის ცხოველები დააპურეთ, ან კიდე ისეთ ადამიანებს დაურეკეთ და ეწვიეთ, ვისაც ფიქრობთ, რომ თანადგომა სჭირდებათ, ვინც მარტოდ გრძნობს თავს. ამით თავადაც უკეთ იგრძნობთ თავს და მსოფლიოსაც უკეთესობისკენ შეცვლით. თქვენს ცხოვრებას სიკეთე აკლია და ყოველი ქმედება გაღებული ენერგიაა, რომელიც სამყაროში არ იკარგება. იგი აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.


ასევე დაგაინტერესებთ:


ავტო-ტესტი - გაიგე მძღოლის ხასიათი საჭის მართვის მანერის მიხედვით


ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტი შენი ხასიათის ძირითადი შტრიხების გასაცნობიერებლად


პატარა ტესტი - აირჩიე კრისტალი და გაიგე, რისი თქმა სურს სამყაროს შენთვის


5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას


აირჩიე ტაროს კარტი და გაიგე, როგორია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა


ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ


ტესტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1713
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0