x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
სად გაქრა ტიტანიკის ტრაგედიის გვამები?

ტიტანიკი იყო ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა.[1] გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.


სახალხო და ტრანსპორტის მუზეუმის ყოფილი კურატორის მაიკლ მაკონის თქმით, ტიტანიკი დღემდე „ყველაზე ცნობილი გემია ისტორიაში“. თუმცა ის რიგით მეორე იყო ბელფასტის ჰერალდ ენდ ვულფის გემთსაშენში აგებული სამი უზარმაზარი ლაინერიდან. იმ პერიოდში „ტიტანიკი“ ერთ-ერთ უდიდეს გემად ითვლებოდა. მისი სიგრძე 269 მეტრი იყო, სიგანე — 28.


image









1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილების რაოდენობა 700-ს არ აღემატებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ 340 ადამიანის გვამის პოვნა მოახერხეს, რა იქნა დანარჩენი 1160- ის ცხედარი?

image



ტიტანის ლაინერის ჩაძირვიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, ძლიერი ქარიშხალი ატყდა, რამაც გემის კატასტროფის მსხვეპლების ცხედრები 80 კილომეტრის მოშორებით გარიყა. აქედან გამომდინარე სამაშველო გემებმა ძალიან ბევრი გვამის პოვნა ვერ შეძლეს.

image





ძალიან ბევრი ადამიანის გვამი სამაშველო გემებმა ისევ წყლებში ჩაუშვეს, რადგან მესამე კლასის მგზავრების ოჯახებს, დაკარგული ახლობლების დაკრძალვის საშუალება არ ექნებოდან, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ერთ-ერთი სამაშველო გემის კაპიტანმა, რომელმაც შემდეგი სიტყვებით დაიმშვიდა თავი: "რა მნიშვნელობა აქვს, მე მათ ცოცხალს ვერ მივიყვან სახლში, მკვდარი სად იქნება ეს არავის არ უნდა აღელვებდეს, ის უკვე აღარ არსებობს".


150 ცხედარი კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ერთდროულად დაკრძალეს, რომლებსაც მხოლოდ ერთი საფლავის ქვა გააჩნიათ, წარწერით - "ტიტანიკის კატასტროფის მსხვერპლები"


როგორც ხედავთ ამ უბედურ შემთხვევასთან ერთად არაეთიკური ქცევებიც აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა ბრიტანულმა პოლიტიკამ ამ საქმის არც გახსნა და არც გამოკვლევა სცადა.

image













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



კარგია, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ამ ქვეყანაში!

image


უცნაური, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ძლიერ სასარგებლო რჩევები


image


ახალგაზრდა მიმტანმა ქალბატონი გაამხიარულა, ხოლო მეორე დღეს განცვიფრებული დარჩა...

image


პოლიციამ ქალბატონის სახლი გაჩხრიკა, ხოლო როდესაც მაცივარი შეამოწმეს..

image


რა ხდება დედამიწაზე მხოლოდ ერთ წამში?

image


მეცნიერების პასუხი - როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი 1000 წლის შემდეგ?

image



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VIII ნაწილი)

image


ამერიკული დოლარი მეცხრე პოზიციაზეა - მსოფლიოს ყველაზე ძლიერი 10 ვალუტა!

image


15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში (ნაწილი 1 - ტოპ 8 სახემწიფო)

image



6 საკვები, რომელიც ასუფთავებს ფილტვებს

image

0
3208
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
3208