საზოგადოება სკოლაში მოსწავლეებს (ბიჭებს) შორტებით სიარული აუკრძალეს და ისინი ქვედაბოლოებით მივიდნენ! 2019, 16 ივნისი, 8:58 ![]() ბელარუსის დედაქალაქში ჯოჯოხეთური სიცხეა - 30 გრადუს ცელსიუსზე მეტი. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მინსკის კოლეჯის ადმინისტრაციისთვის სტუდენტებისთვის შორტების ჩაცმა აეკრძალა. ბიჭები არ დაიბნენ და მივიდნენ ... ქვედაბოლოებში! კოლეჯში მოქმედებს მკაცრი წესები სამოსთან დაკავშირებით: ბიჭებს ეკრძალებათ შორტებით სიარული, გოგონებს კი - ისეთი ტანსაცმელი, საიდანაც ჩანს მხრები, ზურგი და ასევე, მოკლე კაბა.
თუმცა ზოგმა მოხერხებულმა ყმაწვილმა იპოვა წესების დაცვის გზა და ამავდროულად სიცხისგან თავის დაღწევა!
![]() Telegram/belteanews
თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვედაბოლოების ჩაცმა თავად კოლეჯის ადმინისტრაციამ შესთავაზა და ჩამოარიგაკიდეც! აი რას ამბობენ თავად სტუდენტები:
„ხალხმა ვერ გაუძლო და აკრძალვის მიუხედავად შორტებით დაიწყეს სიარული. მაგრამ მათ უკან, სახლში აბრუნებდნენ და აიძულებდნენ გამოცვლას და გაცდენილი საათების გადახდასაც ეუბნებოდნენ იმის მიუხედავად, რომ თავად კოლეჯის ადმინისტრაციამ გასცა მითითება სახლში გაშვებაზე.
ბიჭებს აძლევდნენ ქალის გრძელ ქვედაბოლოებს. მალე ქვედაბოლოების მარაგი ამოიწურა და ყველას დართეს ნება ჩაეცვათ შორტები. სულ 20 ბიჭი იყო ქვედაბოლოებით, შეიძლება ნაკლებიც.
დღეს კურატორებს უთხრეს, რომ შორტების ჩაცმა ნებადართულია. გადმოგვცეს რომ 45 წუთიან გაკვეთილებს შორის ხუთწუთიანი შესვენებები გააუქმეს. ახლა, საათი და ოცი წუთი შესვენების გარეშე ვმეცადინეობთ“.
![]() თქვენ როგორ უმკლავდებით ზაფხულის სიცხეებს? იხილეთ ასევე:
156 8-ს მოსწონს
|